"მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს" - ალავიძე
პოლიტიკა - 17:00, 13 Nov, 2019     853

საქართველოში ინტერნეტ-მმართველობის რიგით მეხუთე ფორუმი (GeoIGF) გაიხსნა, რომლის თანაორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ფორუმის გამხსნელ პანელზე სიტყვით გამოვიდა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე. მისი თქმით, ღონისძიება 2015 წლიდან სისტემატურად ტარდება საქართველოში და უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტ მმართველობის განვითარების მიმართულებით. ფორუმმა თავი მოუყარა აღნიშნულ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებს და ექსპერტებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ წრეებს და ახალგაზრდა თაობას.

„მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს," - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში განხორციელებულმა და მიმდინარე რეფორმებმა, პროგრამებმა და პროექტებმა, ხელი შეუწყო ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებების თანამედროვე ტექნოლოგიებით განვითარებას, თანამედროვე სერვისების დანერგვას და გაზარდა მათი მოხმარების დონე, რამაც დადებითი ზეგავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, მუშაობს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებებზე. მისი თქმით, ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით შემუშავებული ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების სტრატეგიის პროექტის დამტკიცების შემდეგ დაიწყება მუშაობა მისი განხორციელების პროცედურებზე. მათ შორის, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტზე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელების მშენებლობის გამარტივების, ინვესტიციების მოზიდვის, კონკურენციის ზრდის, მოსახლეობაში ინტერნეტის და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების ამაღლების და სხვა ღონისძიებებზე.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა მაღალმთიანი რეგიონების სათემო ინტერნეტიზაცია, რომელმაც ფორუმზე დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა ამისა, ნიკოლოზ ალავიძემ აქცენტი გააკეთა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, მათ შორის 5G ქსელების განვითარება; ონლაინ კონტენტის, საავტორო უფლებების, ინტერნეტ სივრცეში პერსონალური მონაცემთა დაცვა; განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდა თაობაში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხები და ა.შ.

ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს დირექტორი ფრედერიკ დონკი და სხვა ოფიციალური პირები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42