საია დეპუტატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას
პოლიტიკა - 16:55, 13 Nov, 2019     893

საია დეპუტატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას.

"24 ივნისს, მმათველი პარტიის თავმჯდომარემ, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე კონსტიტუციური ცვლილებები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით (ბუნებრივი ბარიერის პირობებში) ჩატარების პირობა დადო. საია მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და მოუწოდა ხელისუფლებას განუხრელად დაეცვა იგი.

საერთო სახალხო განხილვებისა და ფართო დისკუსიის შემდეგ, გუშინ საკანონმდებლო ორგანომ დაიწყო და ამ დრომდე აგრძელებს კონსტიტუციური ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვას. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით ცვლილებებს მხარს უჭერდა ყველა პოლიტიკური ჯგუფი. თუმცა პროცესმა აჩვენა, რომ მმართველ გუნდში არსებობს კრიტიკული მასა დეპუტატებისა, რომელიც ემხრობიან მაჟორიტარულ კომპონენტს და მზად არიან საფრთხე შეუქმნან რეფორმას.

საია თვლის რა, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არის მთავარი დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის, ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მოვისმინეთ ცვლილებების საწინააღმდეგო არგუმენტები და მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ: არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მათ საკმარისი თეორიული საფუძველი არ აქვთ, რომ გადაწონონ ის სიკეთეები, რასაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას (ბუნებრივი ბარიერი) აქვს.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს შეასრულონ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციური კანონის პროექტს" - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42