კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება
პოლიტიკა - 16:49, 13 Nov, 2019     839

კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საგზაო სამუშაოების დასრულების შედეგად, საგზაო მოძრაობაც აღდგება, გზატკეცილის კეთილმოწყობის სამუშაოები კი პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ამჟამად, საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ ახლადგამოვლენილი დაზიანებული ქსელის ჩანაცვლების სამუშაოები მიმდინარეობს.

„კახეთის გზატკეცილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტია, რომელსაც თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს. სამუშაოები კახეთის გზატკეცილზე ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. შეიძლება სულ რამდენიმე დღე გადაცდეს იმის გათვალისწინებით, რომ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, GWP-მ დაზიანებული ქსელი აღმოაჩინა და მისი ჩანაცვლების სამუშაოები დაიწყო. ამდენად, ისნის პანდუსთან განთავსებულ 120-მეტრიან მონაკვეთში განახლებული ქსელი გვექნება. მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად უნდა იყოს მოწესრიგებული იმისთვის, რომ წლების შემდეგ რაიმე პრობლემამ თავი არ იჩინოს. პროექტი იდეალური იქნება, როდესაც დასრულდება თავისი გამწვანებითა და განათების სისტემით. ნოემბრის ბოლოს საგზაო მოძრაობა გახსნილი უნდა იყოს და ავტომობილებს შეუფერხებლად უნდა შეეძლოთ გადაადგილება. პარალელურ რეჟიმში, განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ გავალამაზოთ, გავამწვანოთ, განათების ბოძები შევცვალოთ და ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადაჭიმული, მიწის ქვეშ განვათავსოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში, იწარმოებს საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42