ნიკა მელია "ოცნებას" აფრთხილებს: "ამ ყველაფრის მოსატყუებელი კბილი ერმა და ბერმა მოიცვალა... ივანიშვილს მოუწევს ქვეყანა თავქუდმოგლეჯილმა დატოვოს"
პოლიტიკა - 14:29, 13 Nov, 2019     957
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მალია ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან "თავქუდმოგლეჯით" გაქცევას უწინასწარმეტყველებს, თუ პარლამენტმა ოროპორციულ სისტემა ჩააგდო.

"როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, პროპორციული სისტემის ჩაგდებას არათუ პროტესტი მოჰყვება, პროტესტს მოჰყვება ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს თავქუდმოგლეჯილი"- ამბობს მელია.

მისივე განცხადებით, “თუკი საკონსტიტუციო ინიციატივას არ დაუჭირა მხარი “ქართული ოცნების” უმრავლესობის უმრავლესობამ, ვფიქრობ, სალაპარაკო ნაკლები იქნება, იქნება სამოქმედო".

"მოქმედებისთვის ძალ-ღონეს არავინ დაიშურებს და ეჭვი არ მეპარება, რომ დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას და წლის ბოლომდე ვერ გასტანენ მართვის სადავეებთან. მხარის არ დაჭერა იქნება თვალში ნაცრის შეყრაც არა, სულში შეურაცხყოფა საქართველოს ნებისიერი მოქალაქის, რომელსაც დაპირდნენ და უთხრეს, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ეს უთხრეს არა იმიტომ, რომ მათ სურდათ, არამედ იძულებულნი გახდნენ, ვინაიდან ისინი აიძულა თვალდაკარგულმა ახალგაზრდებმა, დაშავებულმა ადამიანებმა. იმედს ვიტოვებ, რომ ვერ გაბედავენ დაპირების უკან წაღებას. “ქართულ ოცნებას” უდიდესი სურვილი აქვს, ეს ჩანს, ხელის გულზე დევს, რომ ჩააგდონ ინიციატივა, მაგრამ აქვე აცნობიერებენ, რომ ამას მოჰყვება ძალიან ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, რომელიც დასრულდება ხელისუფლების მარცხით. თუკი მართლა მშვიდობიანად შემოვა ხალხი საქართველოს პარლამენტში, ჩაგდების შემდეგ შემოვა და მე ვიქნები ერთ-ერთი ბოლო, რომელიც შემოვა, არა პირველი. როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, პროპორციული სისტემის ჩაგდებას არათუ პროტესტი მოჰყვება, პროტესტს მოჰყვება ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩაოშორება. ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს თავქუდმოგლეჯილი"- აცხადებს მელია.

ენმ-ს ლიდერს დიმიტრი ხუნდაძის პროტესტის არ სჯერა.

"ხუნდაძეს არათუ დამოუკიდებლობის რესურსი არ გააჩნია, მეტიც ბიძინა ივანიშვილმა რომ სთხოვოს, სანამ ცოცხალია არასდროს ჩავიდეს მცხეთაში, სადაც ის მაჟორიტარია, ფეხს არ შედგამს. ასეთი ადამიანის მხრიდან დამოუკიდებლად დემარშების მოწყობის და გულზე მჯიღის ცემით მტკიცების, რომ ეს დაღუპავს ქვეყანას, არავის სჯერა. ამ ყველაფრის მოსატყუებელი კბილი ერმა და ბერმა მოიცვალა”, - განაცხადა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42