ქაოსი "ქართულ ოცნებაში" და ირაკლი კობახიძის მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე - "რა გიზამ იცი? დაგამთავრებ..."
პოლიტიკა - 13:36, 13 Nov, 2019     1378
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციას თავს ესხმის. მას შემდეგ, რაც პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი მისივე დეპუტატების დახმარებით ცდილობდა კანონპროექტის ჩაგდებას, ამან ქაოსი გამოიწვია თავად მმართველ გუნდში. ოპოზიციისა და საზოგადოების რეაქციის შემდეგ,"ოცნების" ოფისში ივანიშვილმა თანაგუნდელები შეკრიბა და გამოსავლის ძიება დაიწყო.

აუდიენციის დასრულების შემდეგ, კი პარტიის ლიდერები ერთი-მეორეს მიყოლებით იმეორებდნენ, რომ ივანიშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს და შეხვედრაზე ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები დატუქსა და პარტიიდან გარიცხვითაც კი დაემუქრა.

განსხვავებულ სურათს ხატავს "ნიუპოსტის" წყარო, რომელიც თითქოს მწვავე სხდომას ესწრებოდა. პოლიტიკოსი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ "ივანიშვილს პროცესი ხელიდან გაექცა და პროპორციული სისტემის ჩაგდების გეგმა ჩაუვარდა".

ქართული ოცნების ლიდერებმა იერიში პარლამენტში ოპოზიციაზე გადაიტანეს. ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს ხან ბერბიჭაშვილები ეძახა და ხანაც "დამთავრებით" დაემუქრა:

"კაკო ბობოხიძე არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრის ის ილიას. თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები, თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები. სერგო (რატიანი), ნებისმიერ დროს ესვრი შენ ილიას, ამას აკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, თქვენი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით ფეისბუქზე. ათასობით ადამიანია ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია ბერბიჭაშვილის საქმე. რომ არ ყოფილიყავით ბერბიჭაშვილები, საქართველოს ტერიტორიების 20%-ს არ ჩააბარებდით რუსეთს და არ გაუფორმებდით მერე იმ რეზოლუციით, რომელსაც მხარი დაუჭირეთ. თითებს ნუ იქნევ, ჩაგაბარებთ წარსულს. ეკლესიის მტრებს და სახელმწიფოს მტრებს ჩავაბარებთ წარსულს. თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 3 თვის წინ იჭრებოდით პარლამენტში, ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდით და თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ეკლესიაში... რას გიზამ იცი სერგო დაგამთავრებ. აი, ეგ იქნება პასუხის. ნუ იკრიჭები სერგო"- განაცხადა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42