კენჭისყრის პროცედურას წინ "ქართული ოცნების" ოფისში საკმაოდ მოკლე შეხვედრა უძღოდა. უმრავლესობის სხდომას პირადადად ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ, კი პარტიის ლიდერები ერთი-მეორეს მიყოლებით იმეორებდნენ, რომ ივანიშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერს და შეხვედრაზე ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები დატუქსა და პარტიიდან გარიცხვითაც კი დაემუქრა.
განსხვავებულ სურათს ხატავს "ნიუპოსტის" წყარო, რომელიც თითქოს მწვავე სხდომას ესწრებოდა.
პოლიტიკოსი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ "ივანიშვილს პროცესი ხელიდან გაექცა და პროპორციული სისტემის ჩაგდების გეგმა ჩაუვარდა".
წყარი ვარაუდობს, რომ პარლამენტი "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპრორექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს დღეს დაუჭერს დაუჭერს.
რაც შეეხება ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებს, წყაროს ცნობითვე, დიმიტრი ხუნდაძესთან დაპირისპირება და ასევე ირაკლი დანელიასთან კამათი ბიძინა ივანიშვილის დადგმული სცენარია.
წყარო უმრავლესობიდან ექსკლუზიურად გვიყვება, რომ ივანიშვილმა მაჟორიტარების ახმაურებით ნიადაგი მოსინჯა და დიდი პროტესტისა და ოპოზიციის კონსოლიდაციის შემდეგ უკან დაიხია.
მასალის გამოყენების პირობები






