გია ვოსლკი აცხადებს, რომ ივანიშვილი თავდაპირველ აზრზეა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ემხდრობა.
სხდომა რომ "ცხელი" იყო დაადასტურა დიმიტრი ხუნდაძემაც.
"პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი"- უთხრა მან ადგილზე შეკრებულ ჟურნალისტებს.
"მინდა, გითხრათ, ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქ არის საუბარი, თუ როგორც უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ - ეყოლება სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება, მთავრობა, თუ ეყოლება რყევადი, არაძლიერი, სუსტი ხელისუფლება“, - აღნიშნა ხუნდაძემ და იქვე დასძინა, რომ დღეს მიღებული იყო მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი, რევაზ არველაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.
"ბატონი ბიძინა, ისევე როგორც სხვა დეპუტატები ჩემი ჩათვლით, პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ პროპორციულს უნდა დავუჭიროთ მხარი. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინც ჩათვლის, რომ ამით მისი უფლებები შეილახა და ამ გუნდში არ უნდა, დატოვებს მანდატს,"- განაცხადა რევაზ არველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






