"სად ნახეს აქ პორნოფრაფია? ცრემლიც მომერია არაერთხელ..." - ზვიად კვაჭანტირაძე ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ"
პოლიტიკა - 11:02, 13 Nov, 2019     1317

სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ს შესახებ წერს.

“ძალიან, ძალიან სევდიანი ფილმია, მეგობრებო. ცრემლიც მომერია არაერთხელ. მთავარი როლის შემსრულებელი ბრწყინვალედ თამაშობს. სხვებიც კარგები არიან. ოპერატორი – ყოჩაღ! მუსიკალური გაფორმებაც მშვენიერი. ფილმის შვედეთთან კავშირი ABBA -ს ცნობილი სიმღერით “If you change your mind, I’m first in line” ვიგრძენი

რა ამბები ატეხეს? სად ნახეს აქ პორნოფრაფია? მე ვიტყოდი, რომ ეროტიკაც კი არაა. ერთი თუ ორი მოკლე სცენაა ჰომოსექსუალურ ლტოლვაზე. ამას აპროტესტებენ თუ უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანების საერთოდ არსებობას? რა სისულელეა !!!! სხვა ტელეარხებზე გაცილებით უფრო თამამი კადრები ჩნდება ყოველდღიურად და რა, ამისთვის რატომ არ კეტავენ ქუჩებს? აღარაფერს ვიტყვი ინტერნეტზე და იქ ჩამჯდარ ნახევარ საქართველოზე….

ფილმის ფინალი ძალიან შთამბეჭდავია. მთავარი გმირი მთელი გრძნობით, საკუთარი სულის ყივილს გადმოსცემს საგამოცდო, შესარჩევ ცეკვაში. ამ შესრულებაზე მისი მომავალი საცეკვაო კარიერაა დამოკიდებული და მას შეუძლია ეს ცეკვა უზადოდ, ყველა ორთოდოქსალური წესის დაცვით შეასრულოს, მაგრამ არა!!! იგი ცეკვავს ისე, როგორც მას მოსწონს, როგორც გრძნობს და მიაჩნია საჭიროდ ზუსტად იმ მომენტში, მენტორებზე და ციციკორეებზე გამარჯვებისთვის! მისთვის ეს ცეკვა გახდა საშუალება ეჩვენებინა, რომ მას ისევე აქვს საჯუთარი ცხოვრებით ცხოვრების უგლება, როგორც ყველა სხვას. ფილმის ავტორების, ჩემი აზრით

მთავარი სათქმელი, ვფიქრობ ცოტა ზედმეტად პირდაპირ იკითხება; ფილმის გმირს, მერაბს, რომელიც გეია, საკუთარი ძმა ეუბნება, შენ ძალიან ნიჭიერი ხარ, ამ ქვეყანაში არაა შენი ადგილი, აქედან უნდა წახვიდეო და ისიც, თვალცრემლიანი, თავს უქნევს და ეთანხმება….

კი მაგრამ, სად უნდა წავიდნენ? რატომ უნდა წავიდნენ?

ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობისგან განსხვავდებიან? ეს მოკლე დიალოგი ამ ფილმის ცოტა ხელოვნური კლიშეა, მაგრამ, შესაძლებელია საჭიროც კი, თუ ავტორებმა ასე საჭიროდ ჩათვალეს.. მე კი ვიცი, კიდევ ერთხელ დამაფიქრეს და ამაცრემლეს … რა ქვეყანას ვაშენებთ, როგორს, ვისთვის, რისთვის…. რატომ ვებრძვით ადამიანები ერთმანეთს, მაშინ, როდესაც ვიცით, რომ მართლა წუთია წუთისოფელი" - წერს კვაჭანტირაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42