დეპუტატისთვის გაუგებარია კოლეგების მერყეობა.
"მაჟორიტარულის მომხრე ვიყავი, მაგრამ ზაფხულში განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ პროპორციულზე გადასვლა პოლიტიკურ პარტიებს ამ პროტესტის საფუძველს გამოაცლიდა, ამიტომაც მე ცალსახად დავდექი პროპორციული არჩევნების მხარეზე და ახლაც მხარს დავუჭერ. ზოგადად მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსისათვის მერყეობა დამღუპველია, თუ ისინი პოლიტიკაში ყოფნას აპირებენ, მათი ყოველი ნაბიჯი პროგნოზირებადი უნდა იყოს, მე არავის კონკრეტიზაციას არ ვახდენ. არის მაგალითად ბატონი კახა ოქრიაშვილი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო პროპორციული არჩევნების და მისი პოზიცია გასაგები იყო, მაგრამ ზოგადად ჩემთვის გაუგებარია მერყეობა, მე ამ საკითხში მერყევი არ ვიქნები,"- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.
გუშინ კი კანონპროექტის განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს "ბიძინა ივანიშვილის დადგმული სპექტაკლია", რომ ძალაუფლება მაჟორიტარების ხარჯზე შეინარჩუნოს.
მასალის გამოყენების პირობები






