საგანგებო თათბირი „ქართული ოცნების" ოფისში - უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხზელმძღვანელობს რამდენიმ წუთის წინ დაიწყო.
უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე საკონსტიტუციო კანონპროექტზე მსჯელობს.
"არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანები გააღიზიანა ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ"- თქვა ჟურნალისტებთან რომან კაკულიამ.
მისი თქმით, პროპორციული სისტემა დათმობა იყო ძირითადად ოპოზიციის მიმართ, რომლებსაც ეს არაადეკვატურად უპასუხეს.
„არ ველოდები, რომ ცვლილება იქნება. მგონია, რომ რა დაპირებაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. არ გამოვრიცხავ , რომ ადამიანები გააღიზიანა ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ, რადგან ეს პროცესი არამარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ პოპულიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს და მგონი ამან გადაასწრო. ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ ისინი ამ პროცესის თანამონაწილები იყვნენ. ამდენმა ძახილმა, რომ იძულებით და ძალით გაეკეთებინათ ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებში , ვისაც სურდა ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. პროპორციული სისტემა იყო დათმობა ოპოზიციის მიმართ, არა საზოგადოების მიმართ, არ გავაზვიადოთ მიუხედავად იმისა, რომ 10 000 კაციც მნიშვნელოვანია”, - განაცხადა კაკულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






