ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:
"რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განაცხადა ჩვენებისას, იყო ის, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, საქართველო იქნება ეს, უკრაინა თუ სხვა ქვეყანა, არასწორი იქნებოდა, ეწარმოებინა რაიმე გამოძიება ან დევნა იმ პირების მიმართ, ვინც ქვეყანაში მმართველი პარტიის ასე ვთქვათ, "მტრებად" აღიქმებიან. საქართველოში იყო გარკვეული საქმეები, როდესაც შეშფოთება გამოვთქვით გამოძიების ან სასამართლო საქმის დროსთან თუ კონტექსტთან დაკავშირებით. ჩვენ ასეთ შემთხვევებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს", - აღნიშნა რუდმა.
ამერიკელმა დიპლომატმა, ჯორჯ კენტმა სენატში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება პროკურატურას ოპონენტების დევნასა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის იყენებს.
მასალის გამოყენების პირობები






