უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგურმა პლენარულ სხდომაზე ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის შესახებ ისაუბრა და გააკრიტიკა.
მისი თქმით, საქართველოს კულტურის სათავეში ქრისტიანული ღირებულებები დგას.
"მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს თვითმყოფადობა გამოხატულია მის კულტურაში, მის ცეკვაში, მის სიმღერაში, ეროვნულ ატრიბუტიკაში, ჩაცმულობაში მათ შორის, ღვინოში და საქართველოს ეკლესიაშიც. საქართველოს ეკლესიაში იმიტომ, რომ ჩვენი კულტურა, ესაა ქრისტიანული კულტურა და ჩვენი კულტურის სათავეში სწორედ ქრისტიანული ღირებულებები დგას. როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება. ამას მე ვამბობ „კონსერვატორების“ სახელით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამას იზიარებს" - აღნიშნა ძიძიგურმა.
მასალის გამოყენების პირობები






