ქვეყნის არაფორმალური მმართველის გარემოცვა "ნიუპოსტს" უყვება, რომ ივანიშვილის განრისხება პარტიის მიერ დაკვეთილი შიდა კვლევის შედეგებმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც "ოცნების" რეიტინგი 30%-ს ვერ აღწევს, ბიძინა ივანიშვილი კი პარტიის ლიდერებისგან არჩევნებზე 60%-იანი შედეგის დადებას "ყველა გზის გამოყენებით" ჯიუტად მოითხოვს.
როგორც "ნიუპოსტს" გავლენიანი წყარო უყვება, კაჭრეთში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ, ივანიშვილის ამ მოთხოვნამ განსაკუთრებით დააბნია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნები" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე. როგორც წყარო გვიყვება, ოლიგარქს მათი არგუმენტების მომენა არც სურდა, რის შემდეგად საკუთარი ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო, რისთვისაც მაჟორიტარი დეპუტატების ფაქტორი ამოქმედება გადაწყვიტა.
კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ ლიდერი პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის მომზადებული კანონპროექტის ჩაგდების გეგმას ამუშავებს. ამისათვის მან კონკრეტული დავალებაც გასცა, ფარული მუშაობის დასაწყებად, რისი ერთი ნაწილი მაჟრიტარი დეპუტატების ე.წ. ბუნტი იქნება. დეპუტატ კახა ოქრიაშვილის დღევანდელი განცხადება, ფაქტობრივად ამი წინაპირობაა. ოქრიაშვილმა დღეს ფაქტობრივად დაადასტურა, როცა მედიას უთხრა, რომ 40-მდე მაჟორიტარი მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას - 2021 ან 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები იქნება
მოახერხებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას? - მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, აღნიშნული ცვლილების დამტკიცებას, მეცხრე მოწვევის პარლამენტში ხმათა 3/4 ანუ 113 დეპუტატის ხმა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩავარდება და 2020 წლის არჩევნები კვლავ მახინჯი, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, რომლის მეშვეობითაც, ივანიშვილს ძალაუფლების უზურპაცია დამატებით 4 წლით სურს.
მასალის გამოყენების პირობები






