"ფარცხალაძეს, დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში დარჩეს და ადგილზე იმუშაოს" - დავით ჭიჭინაძე ფარცხალაძის საქმეებზე
პოლიტიკა - 18:14, 11 Nov, 2019     1647
პოლიტიკური მოძრაობის "ტრიბუნა“, დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე, ფარცხალაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ყოფილ პროკურორ ფარცხალაძეს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში დარჩეს და ადგილზე იმუშაოს.

"სამყარო საკმაოდ დაპატარავდა და ფარცხალაძის ქვეყნიდან გაქცევას აზრი ნამდვილად არ აქვს.

ივანიშვილი კი, საქმის კურსშია, რომ მაღალი თანამდებობის პირები ამ ქვეყანას ძარცვავენ და საარჩევნოდ მოუწია კიდეც ამის აღიარება.

თუმცა გავიდა პერიოდი, პრემიერიც გადააყენეს, პარლამენტის თავმჯდომარეც, მაგრამ კორუფციასთან მიმართებაში არცერთი გახმაურებული სკანდალური საქმე არ გამოძიებულა და მითუმეტეს არავინ დასჯილა.

არის მხოლოდ საუბრები, შემდეგ მიჩქმალვის მცდელობა და ზოგ შემთხვევებში გამგეობების, ან საკრებულოების დონეზე რიგითი ადამიანების დაკავება.

არადა მართლა სირცხვილია, როდესაც ასეულობით მილიონი ლარის დატაცება ხდება, საქმეები კი, 500 ან 1000 ლარიან საქმეებზეა აღძრული.

ამიტომ მგონია, რომ ყოფილ პროკურორ ფარცხალაძეს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში დარჩეს და ადგილზე იმუშაოს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული, იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც ეჭვი არსებობს, რომ სწორედ ეს ჯგუფი მონაწილეობდა ყალბი დღგ-ეების მიტაცებაში.

მართალია ეს ადამიანები ჯერ დუმილს ინარჩუნებენ, რადგან ელოდებიან, რომ მათ რაღაცნაირად „ვინმე“ უშველის...

თან პრემიერმაც პირობა დადო, რომ გამოძიება აქტიურად იმუშავებს და ყველა ის პირი გამოვლინდება, ვინც ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან ამ სქემებში მონაწილეობდა.

მითუმეტეს, რომ არც საზოგადოებაა ისეთი მიამიტი, რომ დაიჯეროს, რომ ასეულობით მილიონი დღგ-ს მიტაცება მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის გარეშე იყოს შესაძლებელი ისევე როგორც გახმაურებული საქმეები მილიონობით ლარის გარიგებებზე" - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42