ნათია თურნავა - წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში, ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი აქტივობის გათვალისწინებით, 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
პოლიტიკა - 15:11, 11 Nov, 2019     1305

„როგორც ეკონომიკის მინისტრმა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება წყალტუბოს პროექტს, სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად, არამარტო ტურიზმისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის", - ამის შესახებ ნათია თურნავამ სასტუმრო „რედისონში" წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის მონაწილეებთან განაცხადა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

ნათია თურნავას შეფასებით, როდესაც საუბარია მინიმუმ 22 რეაბილიტირებულ ობიექტზე, რომელიც ამოქმედდება და ასევე აბსოლუტურად ახალ ობიექტებზე, რომლებიც ნულიდან შეიქმნება, იგულისხმება ძალიან მასშტაბური დასაქმება. „ეს არის, სულ მცირე, 8 000 სამუშაო ადგილი მხოლოდ არსებული ობიექტების პირობებში, ხოლო ჯამურად, ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი აქტივობის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება" - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა თანმდევი ბიზნესების მნიშვნელობას. „ასეთი მასშტაბური კურორტი ვერ იმოქმედებს, თუ არ განვითარდება თანმდევი ბიზნესებიც -ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ასევე ავეჯის წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და მნიშვნელოვანია, რომ უფრო მაღალი დატვირთვა მიეცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ასევე აღსანიშნავია ქუთაისის ირგვლივ არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც გაცილებით მეტად დაიტვირთება და იქნება ბევრი სხვა სიკეთეც, რომელიც კომპლექსურად მოაქვს წყალტუბოს განვითარების პროექტს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„რედისონში" გამართულ განხილვაში არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42