საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:49, 11 Nov, 2019     1246

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ისეთ ტექნოლოგიურ სამიტებს, რომელიც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად, ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. მასშტაბური ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ ისეთი კომპანიების დამფუძნებლებისა და წარმომადგენლებისთვის, როგორებიც არიან: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners. საერთაშორისო დონეზე ახალი კავშირების და პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა “,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Startup Grind-ის ფარგლებში, საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება -Startup Grind Europe-Asia Connect - ი „სილიკონ ველისა“ (8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) სამიტის შემდეგ, რიგით მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს, ასევე, 20-ზე მეტი ქვეყნიდან 30-ზე მეტ სპიკერს აერთიანებს. ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე ტექნოლოგიური კონფერენცია მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს მოიცავდა, რომლებზეც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპის მასშტაბით არსებულ ახალ მიღწევებზე და შესაძლებლობებზე. ღონისძიებას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42