"გახარია 20 ივნისის ღამის მსხვერპლია" - მეუფე პეტრეს თქმით, ივანიშვილზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის, საპატრიარქოა
პოლიტიკა - 11:51, 11 Nov, 2019     2195
"ვერ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკლესიას ებრძვის, მაგრამ მას აქვს რიგი დაბრკოლებები"- ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა.

როგორც მეუფე პეტრე ამბობს, ივანიშვილს ეხუმრა კიდეც, რომ "ჩრდილოვანი მმართველობა მისი (ქართული ოცნების" თავმნჯდომარის) ექსკლუზივი არ არის".

"მე მიმაჩნია, დღეს რა მმართველობის მოდელი არის... ხუმრობითაც კი ვუთხარი ჩრდილოვანი მმართველობა შენი ექსკლუზივი არ არის, საპატრიარქომ მოგცა მაგალითითქო. მიმაჩნია, რომ ეკლესია იძლევა ყველაფრის... აი როცა დაბრკოლებებია, ნებისმიერ ხელისუფლებასთან მიმართებით, იგივე კანონის ფეხქვეშ გათელა... სამივე შტოს, როცა ვადარებ მთავარს - საპატრიაქო მმართველობას, ბევრად უფრო მძიმე ხარისხია აქ - ინტრიგები, დაბრკოლება, ვიდრე ნებისმიერი ხელისუფლების დროს"- თქვა მეუფე პეტრემ.

კითხვაზე: "ბიძინა ივანიშვილი უფრო დიდი საფრთხეა ამ ქვეყნისთვის თუ საპატრიარქო", მეუფე პეტრე ამბობს: "საპატრიარქო ამ არსებულ ცოდვაში სახელმწიფოებრივად ყველაზე დიდი საფრთხეა. ჯანსაღმა ეკლესიამ უნდა მისცეს მოდელი"- განაცხადა მეუფე პეტრემ და ო;იგარქის ქველმოქმედებას გაუსვცა ხაზი, თუმცა იქვე აღნიშნა"რაც 2012 წლიდან ხდება ეს არის რეგრესი".

"დეოლიგარქცზაციის, დეფეოდალიზაციის , დეჩრდილოეთიზაციის მომხრე ვარ"- ამბობს მეუფე თუმცა კითხვაზე, არის თუ არა "ივანიშვილი რუსული ინტერესების გამტარი" აღნიშნავს, რომ "ასე არ იტყოდა".

"მე როგორც ვიცი, ლავირების მომხრეა"- თქავა მან "მთავარ აქცენტებში".

რაც შეეხება ე.წ. ციანიდის სკანდალს სასულიერო პირი ამბობს, რომ რეზონანსული საქმის შემოქმედი საპატრიარქოა.

"ეს იყო შიდა სკანდალი, ინტრიგები, ვფიქრობ, რომ ის (ივანიშვილი) დაარწმუნეს, რომ იქ რაღაც ხდებოდა და იფიქრა, რომ თუ პატრიარქი გარდაიცვლებოდა, ხელისუფლებას რაღაც კოზირი უნდა ჰქონოდა"- განაცხადა მეუფე პეტრემ და იქვე დასძინა, რომ "ივანიშვილთან მიმართებით ფრთხილი იქნება".

მისივე განცხადებით, ზუგდიდის არჩევნების წინ ივანიშვილმა მასთან შეხვედრა თავად მოითხოვა, სადაც უთხრა, რომ "პატიმრობაში მყოფ მამალაძეს, მალე გამოუშვებდნენ".

მეუფე პეტრე ივანიშვილის დაინტერესებას ზუგდიდის შუალედურ არჩევნებს არ უაკავშირებს.

სასულიერო პირისვე განცხადებით, მას შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. გახარიაზე საუბრისას მეუფე პეტრემ თქვა, რომ ის 20 ივნისის ღამის "მსხვერპლია".

"მიმაჩნია, რომ ის არის მსხვერპლი. თავის თავზე აიღო, ააღებინეს. მე მიმაჩნია, იმ ძალების მსხვერპლია, ვინც 20-21 ივნისი გამოიყენა”, - თქვა მეუფე პეტრემ, რის შემდეგაც გადაცემის წამყვანი გახარიას და პეტრე ცაავას შეხვედრის დეტალებით დაინტერესდა.

პეტრე ცაავას თქმით, შეხვედრა 20 ივნისის მოვლენებამდე შედგა და საუბარი შეეხო მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, მარიხუანის საკითხს.

“არ არსებობს შემთხვევა, რომ რომელიმე პირს საერო ხელისუფლებიდან მოსვლა უნდოდეს და უარი ვუთხრა. ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე, ეს იყო მარიხუანას საკითხი”, -განაცხადა მეუფემ.

სწორედ გახარიასთან შეხვედრის შემდეგ მისი კადრი ალექსანდრე ხურცილავა მარტვილის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

"მთავარ აქცენტებში" საუბრისას მეუფემ დაადასტურა, რომ ივანიშვილი საპატრიაქოს სამების ტაძრის მოოქროვებისთვის საჭირო ოქროს მოპარვაში ადანაშაულებდა.

"სიმართლე ივანიშვილის მხარესაა, როცა ის ამბობდა, რომ ჩამოსული არ იყო სამებისთვის განკუთვნილი ოქრო, როცა ის მოიპარეს"- თქვა მან.

მეუფე პეტრემ დაადასტურა რომ მხარს უჭერდა ნინო ბურჯანაძეს.

მეუფე პეტრემ დაადასტურა რომ არ გამორიცხავს პოლიტიკაში მოსვლას.

მეუფე პეტრემ დაადასტურა რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარს უჭერდა ქართული ოცნების კანდიდატს, ოთარ დანელიას.

"ის ჩემთვის ზეპარტიული ადამიანია, რომელმაც ბევრი გააკეთა"- თქვა მან.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42