"მიუღებელია ცხინვალის რეჟიმის მხრიდან ფაქტობრივად არაზუსტი განცხადებები, რაც მხოლოდ გაამწვავებს დაძაბულობას"-ევროკავშირი
პოლიტიკა - 10:14, 11 Nov, 2019     851
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწრივ დაძაბულობის ზრდა სრულებით მიუღებელია. ასევე, მიუღებელია ფაქტობრივად არაზუსტი განცხადებები სამხრეთ ოსეთის მხრიდან, რომელიც უსაფრთხოებასა და ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ეხება, ეს მხოლოდ გაამწვავებს დაძაბულობას.

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავონ ყველა შესაძლო ნაბიჯისა და განცხადებისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს.

სანაცვლოდ გამოყენებულ უნდა იქნას მექანიზმები ინციდენტების პრევენციისთვის და გამოინახოს გადაჭრის გზები – ისეთი, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (ერგნეთში) და მუდმივად გამოყენებაში უნდა იყოს ჟენევის დისკუსიები.

ასევე, სასაზღვრო პუნქტები, რომლებიც დახურულია ადრეული სექტემბრიდან, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას.

ეს ყველაფერი წარმოადგენს საუკეთესო გზას არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული სხვა პრობლემების გადასაჭრელად.

ევროკავშირის მონიტორინგის მისია, როგორც ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიტუაციის დასტაბილურებაში. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მხრიდან მცდელობები, როგორც განცხადებების, ასევე ქმედების თვალსაზრისით, მისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლისკენ, ამ საქმიანობის შეწყვეტისკენ, მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

ევროკავშირი რჩება ერთგული საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართ და კიდევ ერთხელ აცხადებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აცხადებენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42