სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ისრაელში იმყოფება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:43, 22 Oct, 2013     1605

21-25 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას ხელმძღვანელობით ისრაელში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში შალვა ფიფიამ შეხვედრა გამართა  ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის (MASHAV) ხელმძღვანელთან  დანიელ კარმონსთან.

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლებისთვის  სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტი გახდა  და ერთი წლის განმავლობაში მასშტაბური და უპრეცედენტო პროექტები განხორციელდა. შალვა ფიფიამ დეტალურად ისაუბრა ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტზე“, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტზე“, ასევე სადრენაჟე და საირიგაციო სისტემების მოწესრიგების მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებზე, სურსათის კონტროლის გამკაცრებულ მექანიზმებზე და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობაზე.

MASHAV-ის ხელმძღვანელი დანიელ კარმონსი  საქართველოში ახლადშექმნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების  საქმიანობით დაინტერესდა. დანიელ კარმონსმა  მზადყოფნა გამოთქვა  საქართველოში სხვადასხვა პროექტი განახორციელონ, მათ შორის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ებრაული მხარე მზადაა ქართველ ფერმერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა (MASHAV) 1958 წლიდან ფუნქციონირებს.  აღნიშნული პროგრამა საქართველოში ისრაელის საელჩოს გახსნის დღიდან  ამოქმედდა. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სპეციალისტებს, კვალიფიკაცია აიმაღლონ ისრაელის წამყვან სასწავლო დაწესებულებებში და შეძენილი ცოდნა კოლეგებს გაუზიარონ. ეს კი, ქვეყნის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, 22-24 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ქ.თელ-ავივში ისრაელის სავაჭრო ბაზრობებისა და გამოფენების ცენტრში WATEC-ის (წყლის ტექნოლოგიებისა და გარემოს კონტროლის გამოფენა-კონფერენცია) გამოფენას დაესწრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42