"სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ, არ ვიტყვი, რაზე ვსაუბრობდით მე და ბიძინა" - ლევან ვასაძე
პოლიტიკა - 18:54, 10 Nov, 2019     1278

ლევან ვასაძემ „ვერის ბაღში“ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის პოლიტიკური გარიგება არ შემდგარა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრების შინაარსს არასდროს გაახმაურებს.

"მე ამ შეხვედრების შინაარსს არასოდეს გავაჟღერებ, რადგან ეს ცდება ჩემს და დარწმუნებული ვარ, ბიძინას ეთიკურ ნორმებს. არავითარი პოლიტიკური გარიგება, როგორც მე ბრალს მდებენ, არ შემდგარა. ეს იყო საუბარი ორ ადამიანს შორის, მაგრამ შინაარსს არ ვიტყვი. რატომ ვთქვი საერთოდ ეს ამბავი? როცა შენ გაქვს ადამიანთან პირადი ურთიერთობები, როცა შენ მას იცნობ, როცა მოგმართა, შეხვდი, სახლში მიიღე, მერე მას ესტუმრე სახლში, არაკაცურია მერე გამოხვიდე და მას თითქოს არ იცნობ და რაღაცები გაუგზავნო საჯაროდ ამის გაჟღერების გარეშე, ამიტომ ეთიკური თვალსაზრისით, მე ნორმად ჩავთვალე მეთქვა, რომ ბიძინ, მე და შენ ვურთიერთობთ და ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ის, რასაც მე შენ საჯაროდ გეუბნები, არ გეწყინოს. ნებისმიერ ჩემს ახლობელს, რომელიც ქართველობას ღალატობს, მე იძულებული ვარ გავცე პასუხი საჯაროდ, რადგან მათი ქმედებები არ არის კერძო, ის არის საჯარო და ახდენს გავლენას საზოგადოებაზე. მე, აი ამ დათქმით ვაკეთებ, რომ მე შენ გიცნობ, ურთიერთობა მაქვს და ამიტომ გეტყვი ამას და ამას…სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ, არ ვიტყვი, რაზე ვსაუბრობდით მე და ბიძინა და შეიძლება ეს არც იყოს საინტერესო თქვენთვის" - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე ამბობს, რომ ივანიშვილთან შეხვედრებს რეგულარული ხასიათი არ აქვს და მათი სასაუბრო თემა პოლიტიკა არ არის.

"არაფერი განსაკუთრებული ურთიერთობა არ მაქვს ბიძინასთან. როცა მე მაქვს რამე საქმე, ან მას აქვს, ვხვდებით ხოლმე, რეგულარული ხასიათი არ აქვს ამას. ნებისმიერ თემაზე ვსაუბრობთ, თუმცა პოლიტიკაზე არა, მე ამის ინტერესი არ მაქვს. მე ვთქვი ჩემი სათქმელი და ბიძინამ რაც უნდა ის თქვას"- აცხადებს ლევან ვასაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42