"ვაგრძელებთ კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას" - საპატრულო პოლიციის უფროსი
პოლიტიკა - 18:25, 09 Nov, 2019     794

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს დაგეგმილი კინოსეანსების დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სირაძის განცხადებით, პოლიცია უკვე მეორე დღეა აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე. დღესაც, როგორც გუშინ, სამართალდამცველები ყველა ლოკაციაზე თითოეული მოქალაქის უფლებებს და მართლწესრიგს დაიცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე დღეა აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე. დღესაც, როგორც გუშინ, გავაგრძელებთ ყველა ლოკაციაზე თითოეული მოქალაქის უფლებების და მართლწესრიგის დაცვას. არსებული ინფორმაციით, ჯამში, დაკავებულია 28 პირი. აქედან, თბილისში დაკავდა 25 პირი, ბათუმში დაკავდა 3 პირი.

ამ დაკავებულებიდან ერთ-ერთი პირი როგორც გუშინ მოგახსენეთ, დაკავებულია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. დღეს არ დაკავებულა დამატებით არც ერთი პირი.

რაიმე პროვოკაციის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ, ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, შემოწმებულია კინოლოგიური სამსახურების მიერ თითოეული კინოდარბაზი, შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას.

შემოწმების პროცედურები იქნება სტანდარტული, როგორც გუშინ. პოლიციური ძალები განთავსებული იქნებიან კინოდარბაზების და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტალოდეტექტორების საშუალებით მოხდება დამსწრე საზოგადოების შეყვანა კინოდარბაზში.

კიდევ ერთხელ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და ნებისმიერ მხარეს, რომ ნუ წამოვლენ პროვოკაციაზე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42