თავდაპირველად, ფილმის რეჟისორს ლევან აკინი ფილმის გადაღებას სიხიშვილების ბაზაზე გეგმავდა, რაზეც მან ნინო სუხიშვილიგან უარი მიიღო. თავად აკინი The Guardian-სთვის მიცემულ ინტერვიუში "სუხიშვილების" გენრალურ დირექტორს დაბლოკვაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ მან დაუერეკა სხვა აცეკვავო კომპანიებს და ფილმში მონაწილეობა აუკრძალა. თავად ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი კი ამის პასუხად აცხადებდა, რომ მას ფილმი სიუჟეტი არაბუნებრივად მოეჩვენა. ნინო სუხიშვილის თქმით, როცა მან ჰკითხა, რატომ კაცის და კაცის სიყვარულის ისტორია და არა ქალის და კაცი, მაშინ როცა ქართული ცეკვა არის კაცური ცეკვის გამოვლინება, ხოლო ქალისადმი მამაკაცის დამოუკიდებლება ამ ცეკვაში განსაკუთრებულია, მან რეჟისორისგფან პასუხად მიიღო, რომ ის თავად არის გეი და ამიტომ სურს ფულმის ამ სცენარით გადაღება. "მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო?" - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.
საზოგადოებისთვის თითქმის არაფერი იყო ცნობილი ნინო სუხიშვილის პოზიციაზე, სამაგიეროდ, "დიდი სპექტაკლი" მოეწყო ლევან ვასაძისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან, როცა კინოჩვენებები პარალელურად თბილისსა და ბათუმში აქციები მოაწყვეს, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ვასაძის მხარდამჭერები ფილმს ამორალურად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ის ტრადიცებს და რწმენა ეწინააღმდეგება.
თბილისში პირველი LGBT ფილმის „AND THEN WE DANCED“-ის პრემიერა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე შედგა. აღნიშნულ მოვლენებს BBC გამოეხმაურა და სტატია გამოაქვეყნა.
ფოტო: ზურაბ ცერცვაძე, სპეციალურად "ნიუპოსტითვის"








მასალის გამოყენების პირობები






