"ახალგაზრდა კომუნისტში წერილი არ დამიბეჭდეს, იმედგაცრუებული წამოვედი" - ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა - 15:48, 09 Nov, 2019     1460
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ფეისბუქ-გვერდი" ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი სტუდენტობის პერიოდს იხსენებს, როდესაც დიპლომი იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა. მისი თქმით, საქართველოში განათლების დონემ მისი ყურადღება ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლის დროს მიიქცია.

„მე ჯერ კიდევ ასპირანტურაში ვსწავლობდი მოსკოვში, როდესაც პირველად მიიქცია ჩემი ყურადღება საქართველოს განათლებამ და განათლების დონემ. ასპირანტურაში ეკონომიკაში ვაკეთებდი დისერტაციას და ფიზიკა-მათემატიკაში ვამზადებდი აბიტურიენტებს, ამით ვცხოვრობდი პრინციპში იქ. სტიპენდიის გარდა, სხვა შემოსავალი არ მქონია და დამხმარეც არ მყავდა. ამ ფონზე შევამჩნიე, რომ განათლების დონე და ატესტატებში ნიშნები იყო აცდენილი და ამან ჩემი გულწრფელი შეშფოთება გამოიწვია. მახსოვს, თბილისში დავბრუნდი, ჩემს მეგობრებს ეს მოვუყევი შეშფოთებულმა და წერილიც გავამზადე. ერთი ჩემი მეგობარი ხშირად წერდა და მას ვთხოვე დახმარება, რომ გამყოლოდა, „ახალგაზრდა კომუნისტი“ იყო მაშინ და იქ მინდოდა დაბეჭდვა ამაზე, რომ განგაში დავიწყოთ ქართველებმა, რომ სკოლებში თუ სწავლის დონე არ აიწია ოდესღაც, ის დამოკიდებულება გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს დამახინჯებული სისტემა, რომ დიპლომი იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა და ეს იყო მძიმე დრო. მე მაშინ მოვახერხე და გულწრფელად, ჩემმა სამეგობრომ იცის, რომ გონგის შემოკვრა გადავწყვიტე, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება ოდესღაც ქართველებს ძალიან გაგვიჭირდეს, როდესაც სიტუაცია შეიცვლება და არა დიპლომს, ჭეშმარიტად ცოდნას დაედება ფასი. მახსოვს, „ახალგაზრდა კომუნისტში“ წერილი მივიტანე, არ დამიბეჭდეს, იმედგაცრუებული წამოვედი, მაგრამ აქედან მოყოლებული და ეს ბუნებრივი პროცესია რა თქმა უნდა, შესაბამისად, ალბათ არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით. ეს იყო მე მგონი 1992 წელი. უნივერსიტეტის მშენებლობა თავში აზრადაც არ მოგვსვლია, იმიტომ რომ არსებული უნივერსიტეტები იყო. იმ პერიოდში სკოლები ცუდ დღეში იყო მოგეხსენებათ და ის ამბიცია, რომ ახალი გააკეთო, აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენ უნივერსიტეტის მშენებლობა დაგვეწყო მაშინ. არსებულის დახმარებას ვახერხებდით”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42