თამაზ ნამგალაურის ისტორიამ, გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველო შეძრა. ის ძიუდოში ოთხ გზის ჩემპიონი იყო, 1988 წელს მას დახვრეტა მიუსაჯეს, ბრალად კი მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და მისი სასტიკი მკვლელობა ედებოდა. როგორ მაშინ გახდა ცნობილი, მსხვერპლი გაგუდა და შემდეგ გააუპატიურა.
ერთი შეხედვით ის თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ნამგალაურის ეზოში, ახლადამოთხრილ ორმოში იპოვეს ბავშვის ცხედარი, რომელიც წელში იყო გადატეხილი.
"მიწიდან ჩანთა ამოვიღე, რომელშიც ბავშვის ცხედარი იდო" - ამბობდა, დუშეთის პოლიციის ყოფილი უფროსი
ნამგალაურზე ჰყვებიან, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქნდა ოჯახთან, შვილებთან. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მეუღლისთვის ეს ამბავი შოკისმომგვრელი იყო, ის მალევე წავიდა ქვეყნიდან და ბავშვებს გვარებიც კი გამოუცვალა.
მასალის გამოყენების პირობები