"ძალადობას ჰყავდა ორგანიზატორები და წამხალისებლები" - სახალხო დამცველი კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე
პოლიტიკა - 10:44, 09 Nov, 2019     979

„ძალადობას ყავდა ორგანიზატორები და წამხალისებლები, იყო წინასწარ დაანონსებული და იყო მოწოდებები ძალადობისკენ“ - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოსეანსის ჩაშლის მცდელობას.

სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიება უნდა დაიწყოს ძალადობის ორგანიზების მუხლით, რომლის მსხვერპლიც კინოთეატრ „ამირანთან“ მისული სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი გახდა. სახალხო დამცველი დამამძიმებელ გარემოებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიებამ პასუხისმგებლობის განსაზღვრის დროს დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულზეც უნდა იმსჯელოს, და რომ ანა სუბელიანმა სწორედ, მისი განსხვავებული შეხედულების გამო მიიღო დაზიანებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით, სახალხო დაცველმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას აგრესიულად განწყობილი ჯგუფები არ მიეშვა კინოთეატრის შესასვლელის სიახლოვეს და კორდონი უფრო შორს მოეწყო, რათა მოძალდეებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის მეტი დაშორება და მეტი უსაფრთხო სივრცე ყოფილიყო.

ასევე შესასწავლია პოლიციელთა ქმედებები მოქალაქეთა დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან ანა სუბელიანის ცნობით, როდესაც მას ემუქრებოდნენ, ის დახმარებას ითხოვდა პოლიციისგან, მაგრამ პოლიცია გულგრილი იყო მის მიმართ და შედეგად, ანამ ფიზიკური დაზიანება მიიღო.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ დაზარალებული ანა სუბელიანი საავადმყოფოში მოინახულეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42