ავტოდაზღვევის ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის ოდენობით თიბისი დაზღვევა ლიდერობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:41, 08 Nov, 2019     1536

ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის ოდენობით თიბისი დაზღვევა ლიდერობს. 2018 წელს ანაზღაურებული თანხა 9 500 000 ლარი იყო, 2019 წლის პირველ 6 თვეში კი, კომპანიამ მომხმარებლებს უკვე 6 400 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა.

2018 წლიდან თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევა ყველაზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, ამ მხრივ კომპანია საცალო მიმართულებით ლიდერია ბაზარზე - მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ბაზრის წილის 31% სწორედ თიბისი დაზღვევაზე მოდის.

„მთელი ბაზრის 88% კერძო საკუთრებაში მყოფი მანქანებია, 12% კი კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელობაშია, ამიტომ ავტომობილის მფლობელებში დაზღვევის კულტურის ამაღლება და საცალო ბაზარზე ლიდერობა ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ვინაიდან ამ ბაზარზე ლიდერობა, ანუ ცალკეული ადამიანების ნდობის მოპოვება გაცილებით რთულია. ახლა ორიენტირებული ვართ სწრაფი და კომფორტული ციფრული სერვისების შექმნასა და არსებული სერვისების დახვეწაზე. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. ჩვენი გეგმაა დავაჩქაროთ ზარალის ანაზღაურების პროცესი, რომელიც მაქსიმალურად მათ კომფორტზე იქნება მორგებული. სწორედ ამისთვის ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს.“ - დავით კიღურაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევას მომხმარებლების კმაყოფილების ინდექსის - CSI ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 89.6%-ს აქვს.

თიბისი დაზღვევა მუდმივად განვითარებად, მარტივ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს. ის პირველი კომპანიაა საქართველოს ავტოდაზღვევის ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ზარალის ანაზღაურების ონლაინ მომსახურებას სთავაზობს. წელს მომხმარებლების 46%-ს ზარალი დისტანციურად აუნაზღაურდა. კომპანიის მიზანია ეს ციფრი მომავალ წელს კიდე უფრო გაიზარდოს. სტრატეგია კი რამდენიმე წელიწადში მთლიანად ციფრულ სერვისებზე გადასვლაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42