განათლების მინისტრის მოვალეობას ირინა აბულაძე ასრულებს - როდის დაინიშნება ახალი მინისტრი?
პოლიტიკა - 16:23, 08 Nov, 2019     1205

განათლების, მეცნიერების, კულუტურის და სპორტის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი საუბრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ მსჯელობა დასრულებულია და პრემიერი ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენს.

როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, მიხეილ ბატიაშვილმა წასვლამდე მომავალი მინისტრის თანამდებობაზე მთავრობასთან სამი კანდიდატურა დაასახელა და ესენი იყვნენ გიორგი ვაშაკიძე, ირინა აბულაძე და ბერიკა შუკაკიძე (მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი).

იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრთა კაბინეტს ერთი წევრი ტოვებს, კანონმდებლობაში გაწერილი არ არის ვადები, თუ რა დროში უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრმა ახალი კანდიდატურა.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ პოსტიდან მიხეილ ბატიაშვილის წასვლის შემდეგ, მინისტრის მოვალეობას, მოადგილე, ირინა აბულაძე ასრულებს.

ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 7 წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ბატიაშვილი მე-5 მინისტრი იყო.

მინისტრის ცვლილებასთან ერთად, დაგეგმილია სპორტისა და კულტურის ნაწილის ცალკე გამოყოფაც. განათლების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის ნაწილი გასულ წელს შეუერთდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42