საგამოძიებო სამსახურს ლატვიის რესპუბლიკის შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია ეწვია
პოლიტიკა - 17:00, 07 Nov, 2019     589

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო რამიშვილმა და მისმა მოადგილეებმა, ლატვიის რესპუბლიკის შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს კასპარს პოდინიშს და მის მოადგილეს კრისტინა პრუსაკა - ბრინკმანეს უმასპინძლეს.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სტუმრებს დეტალურად გააცნო საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა, სპეციფიკა, პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, ასევე, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის საქმიანობა და მიღწეული შედეგები.

შეხვედრაზე, ქართულმა და ლატვიურმა მხარეებმა, განიხილეს საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის, ანალიტიკური საქმიანობის დახვეწის და გაუმჯობესების, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისა და სხვა აქტუალური პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის ერთობლივი გზების მოძიებასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო, გადასახადებისთვის თავის არიდებას, ფულის გათეთრებას, აქციზს დაქვემდებარებული პროდუქციის არალეგალურ ბრუნვას, დღგ-ს გადასახადისგან ზედმეტობის დაბრუნების ახალ სისტემას და საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

შეხვედრის დასასრულს, ქართველმა და ლატვიელმა სამართალდამცავებმა აღნიშნეს, რომ ამ სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულების რისკის მინიმუმამდე დაყვანას, ორივე სახელმწიფოს ინტერესებიდან და იმ სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ლატვიასა და საქართველოს შორის.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42