თიბისი კაპიტალმა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა განაახლა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:51, 07 Nov, 2019     1785

როგორც კვლევიდან ირკვევა, 2019 წლის მესამე კვარტალში გაყიდვები შემცირებულია. 2018 წლის მესამე კვარტალთან შედარებით რეალიზებული ბინების რაოდენობა -11.9%-ით, ხოლო ჯამური ფართი -11.4%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კლებისა, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა 2017 წელთან შედარებით საგრძნობლად მაღალია.

კვლევიდან ვგებულობთ, რომ ლარის გაუფასურებამ საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებაზე. გაყიდვებზე ასევე იმოქმედა იპოთეკური პორტფელის ზრდის შენელებამ.

მესამე კვარტლის მანძილზე საპროცენტო განაკვეთები ლარში გაიზარდა. თუმცა, მოსალოდნელია უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების გაცემების ზრდა, რასაც ეროვნული ბანკის მიერ ვალუტაში სესხებზე სარეზერვო მოთხოვნის დაწევა და გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია შეუწყობს ხელს.

2019 წლის 9 თვის მანძილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წინა წელთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი. სულ გაცემულია 149 ახალი ნებართვა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია.

წლის დასაწყისიდან საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დოლარში -4%-ით არის შემცირებული, ხოლო ლარში 6.6%-ით არის გაზრდილი, რაც ვალუტის გაუფასურებით აიხსნება.

თიბისი კაპიტალის მკვლევარები ახლო მომავალში უცხოურ ვალუტაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების გარკვეულ შემცირებას ვარაუდობენ.

კვლევა დეტალურად იხილეთ თიბისი კაპიტალის და თიბისი კვლევების ვებ-გვერდზე: https://www.tbcresearch.ge/, http://tbccapital.ge/en/research/reports





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42