"საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია" - ეკონომოკის მინისტრი
პოლიტიკა - 16:48, 07 Nov, 2019     776

ჩინეთის წამყვანი ონლაინტურისტული სააგენტო Ctrip საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ბიზნესგეგმების შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას გააცნეს, რომელიც ჩინეთში ვიზიტით იმყოფება. Ctrip ტურისტული სერვისების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია ჩინეთში. მისი ონლაინპლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს შესახებ ტურისტული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჩინელი პოტენციური ტურისტებისთვის.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა დადებითი დინამიკით ხასიათდება. მაგალითად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან 75 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში იმაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე მთლიანად 2018 წელს. მინისტრის თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად იმოქმედა პირდაპირმა ფრენებმა ჩინეთთან (ამჟამად ჩინური ავიაკომპანია „China Southern Airlines" კვირაში 4 რეგულარულ რეისს ასრულებს პეკინიდან და ურუმჩიდან)..

ჩინური ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ტურისტული პოტენციალი და აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი ჩინელი ტურისტი მოიზიდოს. ასეთ მიმართულებებად გამოიყო ღვინის ტურიზმი, საქართველოს ისტორიული ქალაქები, კულინარია, აჭარის საზღვაო სანაპირო და სხვ.

აღინიშნა, რომ ჩინურ კომპანიასთან სამომავლოდ გაგრძელდება მუშაობა ერთობლივი ღონისძიებების დასაგეგმად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42