მაჩალიკაშვილი: „თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული ცხვირიდან ძმარს ვადენ!“
პოლიტიკა - 15:36, 07 Nov, 2019     986

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გაასაჯაროა.

„თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ისინი 2020 წელს არჩევნებს ვერ მოიგებენ...

ხელყუმბარა არის შემოტანილი. ის პირველად მე ვნახე. 3-საათიანი ტყვეობის შემდეგ შემიყვანეს იმ ოთახში, სადაც თემირლანი მოკლეს, ხელყუმბარა მე ვნახე. მათ დავუსვი ეს კითხვა, დასისხლიანებული იყო ტელეფონი, დასისხლიანებული იყო ლოგინი, თემირლანის ყურსასმენები. ხელყუმბარას, რომელიც თემირლანს ეჭირა, რატომ არ ემჩნეოდა თუნდაც, ერთი წვეთი სისხლი? თემირლანი დაჭრილი არ იყო, ის დახვრეტილია. მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია. ამიტომაც ჩაუტარეს თემირლანს ოპერაცია და ის ნამსხვრევები თავიდან იმიტომ ამოუწმინდეს, რომ არ დადგენილიყო, რომელი იარაღი იყო გამოყენებული.

როგორც კი სტრასბურგმა ამ საქმის დამუშავება დაიწყო, ამოძრავდნენ. ვითომ, აზრზე მოდიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. თემირლანის საქმე დღევანდელ ხელისუფლებას არ შერჩება. თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. ამას ვიტყვი ხმამაღლა. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, გავანადგურებ, ყველას გავანადგურებ. განადგურება იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42