ბოროტმოქმედებმა 61 წლის თამარ სეფიაშვილი დააყაჩაღეს, სასტიკად აწამეს და ბოლოს პოლიეთილენის პარკით გაგუდეს.
შემზარავი სურათი პოლიციასთან ერთად პირველად მოკლულის ძმამ, გია სეფიაშვილმა ნახა. მისი თქმით, ქალს სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა.
"გაგუდულია, ხელები შეკრული ჰქონდა, პირი კი აკრული. ეს არის ყაჩაღობა"- აცხადებს გია სეფიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ თამარ სეფიაშვილის შვილი ესპანეთში ცხოვრობს და ის დედას უცხოეთიდან ხშირად უგზავნიდა თანხას, შესაძლოა სწორედ ეს გამხდარიყო ყაჩაღობის მოტივი.
სწორედ სეფიაშვილის შვილმა ატეხა განგაში, როცა დედას მობილურზე ვერ დაუკავშირდა და დახმარება მეზობლად მცხოვრებ ქალს სთხოვა.
ადგილზე მისულ ლია ჩომახაშვილს კი კარი გატეხილი, ფანჯრები კი ჩალეწილი დახვდა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.
აღნიშნული ქალი პოლიციამ სხვა მეზობლებთან ერთად უკვე გამოკითხა. მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმაც დაასრულეს.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილის საიხლოვეს მდებარე ვიდეო-კამერებიც ამოიღეს, რომლის გაშიფვრაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავე რეალობას.
მასალის გამოყენების პირობები






