გიორგი ვაშაძე საქართველოში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის დაფუძნების ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 14:12, 07 Nov, 2019     1113
საქართველოში რუსული ეკონომიკი გავლენაზე ისაუბრა გიორგი ვაშაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" პრეზენტაციაზე, რომლის თემაც იყო რუსული ჰინრიდული ომი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება.
მისი თქმით რუსეთიდან ორჯერ მეტი პროდუქცია შემოდის, ანუ ვიხდით ორჯერ მეტს, ვიდრე საქართველო ყიდის.

"რუსული ეკონომიკისთვის ქართული ბაზარი არის გასაღების ბაზარი და ორჯერ მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ვიღებთ. ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ციფრები გაცილებით უარეს მდგომნარეობაში, ვიდრე რუსეთის ბაზრის გახსნამდე იქნებოდა" - განაცხადა ვაძაშემ.
გიორგი ვაშაძემ კონკრეტული ციფრები დაასახელა, მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მანიპულაცია და ისტორიის გაყალბება.

"ამაში უშუალოდ იღებს მონაწილეობას ხელისუფლება და სამთავრობო მედიები. მაგალითად, საქართველომ დაიწყო ომი და ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ფიექნიუსებიდან გამომდინარე წარმოაჩინეს, რომ თითქოს ვირუსები ვრცელდება ლაბორატორიიდან და საქართველო არის საცდელი პოლიგონი; თურქული საფრთხე აჭარაში, რითაც ძალიან ხშირად მანიპულირებენ, კიდევ უფრო უარესი, რომ რუსეთი კი არის ოკუპანტი, მაგრამ თურქეთი უფრო ოკუპანტია... ამერიკის ბაზების განთავსების საკთხზე შიშების დანერგვა და ანაკლიის პორტის თემა, რომელიც ასევე ძალიან მნიშველოვანია. აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში კიბერუსაფრთხოების კუთხით სრულიად დაუცველები ვართ. გვახსოვს სააკაშვილის ფოტო გამოჩენა სახელმწიფო უწყებების საიტებზე. ამას უნდა გამოძიება, ნორმალური ხელისუფალი გააკთებდა ისე, რომ თუ არ გაქვს რესურსი, მივმართავდი ესტონეთის კიბერუსაფრთხოებას და გამოვიძიებდით. ძალიან დიდი საფრთხე გვაქვს ეთნიკურად ქართველების მხრიდან, რომლებიც რუსეთის ფედარაციაში მოღვაწეობენ და ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ. ბოლო იყო ხომერიკის და თიკა კანდელაკის განცხადება. მათ შორის გაბედავები, იგორ გიორგიაძე, რომელიც ნომერ პირველი აგენტია რუსეთის, სოსო პავლიაშვილის გამოყენება, აჩი ფურცელაძე, ხუბუტია და ა.შ, კიდევ ერთი დიდი პრობლემა არის ხელისუფლების მხრიდან მედიების დაფინანსება, რომლებიც ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ, მათ კონტრაქტი აქვთ და იღებენ დაფინანსებას, ავრცელებნ ანტიქართულ და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდგეო განცხადებებს" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას არ გააჩნია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია.
"რა არის ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლბის პოლიტიკა? რას აკეთებს მთავრობა, რომ ამ საფრთხეების მინიმიზება მოახიდნოს. სამწუხაროდ არაფერს აკეთებს და პირიქით, აფინანსებენ კიდეც. არის ის გარემოება, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საქართველოში არ განახლებულა. ქვეყანას ფაქტობრივად არ ყავს უშიშროების საბჭო, რომელიც არც შეკრებილა და არანაირ სამუშაოს არ ეწევიან. ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა, მათ შორის, რუსეთთან ომთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფოს და მოქლააქის დაკნინება და ა.შ. ძალიან ბევრი რამ არის, რაც არ გვაქვს. რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ერთობლივად, რომ დავუპისირპიდეთ ჰიბრიდული ომის საფრთხეებს? გთავაზობთ, ვიმსჯელოთ, რომ დავაფუძნოთ საქართველოში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული ცენტრი, რომელიც არის აპრობირებული დასაველთის ქვეყნებში.
ვფიქრობ, კარგი იქნება, გავაერთიანოთ რესურსები, ვინც ამაზე მუშაობენ და ვიმუშაოთ, რომ მოხდეს ინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიის დასავლური ჰიბრიდული ომის საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრებთან" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ ცენტრის ფუნქციებზე ისაუბრა და რამდენიმე კომპონენტი გამოყო:
"რა შეიძლეა იყოს ცენტრის ფუნქცია:
რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის კვლევავ საქართველოში;
ჰიბრიდული ომის ელემენტების გამოვლევა;
ჰიბრიდული ომის მიმდინარეობის ქრონოლოგიის ინტერაქტიული რუკა, როდის დაიწყო საინფორმაციო შტურმი, რა მოყვა, რა კომპონენტებისგან შედგებოდა;
სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკისთვის რეკომენდაციების შემუშავება;

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მედიაწიგნიერება და ტრენინგები, მნიშნელოიანია ახალგაზრდებთან მუშაობა, რადგან ახალგაზრდები ინფორმაციას ძირითადა იღებენ ინტერნეტის მეშვეობით;

საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომ მათი გამოციდელბა და ცოდნა გამოვიყენოთ.

და ბოლოს, ეს არის რესურსების მაქსიმალური კონსოლიდაცია, რა ორგანიზაციაში რა რესურსებია, რომ ამ კუთხით მოხდეს მაქსიმალურად ჩართვა პროცესში" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42