"ცემა, გაუპატიურების და ოჯახის წევრების მკვლელობის მუქარა" - გამოძალვის მიზნით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
პოლიტიკა - 12:51, 07 Nov, 2019     1277

საია-ს ინფორმაციით, გამოძალვის მიზნით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

"პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც მის მიმართ გამოძალვის მიზნით განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე დავობს. თენგიზ ერგემლიძის განმარტებით, 2018 წლის 12 ივნისს, იგი ყოფილმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიყვანეს სახლის სარდაფში და 3 საათის განმავლობაში მასზე თანხის გამოძალვის მიზნით, ახორციელდებდნენ ფიზიკურ (ელექტროშოკისა და პლასტმასის ხამუთების გამოყენება, ცემა) და ფსიქოლოგურ (გაუპატიურებისა და ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის მუქარა) ზეწოლას. განხორციელებული ზეწოლის შედეგად, თენგიზ ერგემლიძე იძულებული გახდა ხელი მოეწერა დოკუმენტისათვის, რომელიც 60 000 $-ის ღირებულების სესხის აღიარებას ადასტურებს. სესხის აღიარებაზე ხელმოწერის შემდეგ, გახადეს პერანგი (რომელზეც დაფიქსირებული იყო ელექტროშოკისა და წამების კვალი), ჩააცვეს სხვა მაისური და თავადვე მიიყვანეს სახლში. გზაში მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა, მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ემუქრებოდნენ გავლენიანი კონტაქტებით, პოლიციაში განცხადების გაკეთების შემთხვევაში კი - მოკვლით.

სახლში დაბრუნების შემდგომ, თენგიზ ერგემლიძემ კონსულტაცია გაიარა ადვოკატთან და დაუკავშირდა 112-ს. მისი შეტყობინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე (გამოძალვის) მუხლით არსებითი დარღვევებით მიმდინარეობს. მათ შორის, არ მომხდარა ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის კამერების ამოღება, შესაბამისი მოწმეების გამოკითხვა და სხვა. საქმის სრულყოფილად, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოძიების ნაცვლად, პროკურატურამ ბრალი თენგიზ ერგემლიძეს წარუდგინა და მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი ნაწილით (ცემა) გათვალისწინებულ ქმედებას ედავება. საქმე ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.

საია მიიჩნევს, რომ თენგიზ ერგემლიძეს ბრალი უსაფუძვლოდ, არასაკმარისი მტკიცებულებების პირობებში წარედგინა, რაც აჩენს ეჭვებს, რომ პროკურატურა მიკერძოებულად მოქმედებს.

საია მოუწოდებს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს პროკურატურას:

თენგიზ ერგემლიძის მიმართ განხორციელებული ქმედებებს მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება;

დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მონაწილეობდა თენგიზ ერგემლიძის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში;

შეწყდეს თენგიზ ერგემლიძის მიმართ დაწყებული უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივი დევნა" - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42