ცხინვალის დე ფაქტო ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "PEC"-მა ეგორ კოჩიევის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ქეთევან ციხელაშვილს მიმართავს.
მისი თქმით, ქართული მედიასაშუალებების მხრიდან თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ამ დროს კი პაციენტი ცხინვალის საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
გარდა ამისა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ტყუილს უწოდებს ქართული მხარის განცხადებებს, რომ სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
„გვსურს ვაცნობოთ ყველა დაინტერესებულ პირს, მადამ ციხელაშვილის ჩათვლით, რომ გუშინ, 2019 წლის 5 ნოემბერს პაციენტი გაწერეს ცხინვალის საავადმყოფოდან, სადაც ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიეს. თამარ გიგაურის მდგომარეობა არანაირ შეშფოთებას არ იწვევს და ქართული მედიის და ცალკეული მინისტრების ისტერიკას არანაირი საფუძველი არ გააჩნია" - განაცხადა კოჩიევმა.
მასალის გამოყენების პირობები






