თინეიჯერი ტაილანდში კომპიუტერთან გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც მთელი ღამის განმავლობაში ვიდეო-თამაშებს თამაშობდა.
პიავატ ჰარიკუნი ოქტომბის თვეში საკუთარ ოთახში გამოიკეთა. სკოლიდან გათავისუფლებულს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, რათა ვიდეო-თამაშებით დაკავებულიყო.
მისი მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი კომპიუტერს არ შორდებოდა და საჭმელიც მის ოთახში შეჰქონდათ. მისთვის იმის თხოვნას, რომ თამაში შეეწყვიტა აზრი არ ჰქონდა. 17 წლის ბიჭი აკვიატებული მდოგმარეობიდან გამოსვლაზე უარს ამბობდა.
ბიჭის მამა ამბობს, რომ გარდაცვლილი შვილი ორშაბათს შუადღეს იპოვა. „მე სახელით მივმართე და გავუმეორე ამდგარიყო, თუმცა არ მპასუხობდა. ის უკვე გარდაცვლილი იყო.“ - აღნიშნავს თინეიჯერის მამა.
მას შემდეგ რაც გარდაცვლილის სხეული გაკვეთეს, ექიმებმა განაცხადეს, რომ თინეიჯერი ინსულტით გარდაიცვალა, რაც ხანგრძლივი დროით თამაშმა გამოიწვია.
„ჩემი შვილი ჭკვიანი იყო და სკოლაშიც კარგად სწავლობდა, თუმაც ჰქონდა მთავარი პრობლემა და ეს იყო თამაშზე დამოკიდებულება. მე ვცადე მისი გაფრთხილება და შემპირდა, რომ სათამაშო დროს შეამცირებდა, თუმცა ეს გვიანი აღმოჩნდა. ის მანამდე გარდაიცვალა, სანამ შეცვლის შანსი მიეცემოდა.“ - აღნიშნავს პიავატ ჰარიკუნის მამა.

მასალის გამოყენების პირობები






