ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ სიტუაციაზე „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს
პოლიტიკა - 13:50, 06 Nov, 2019     1048

იზოლაციაში მოქცეული ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების დასახმარებლად „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს - ინფორმაციას ამის შესახებ, ინსტიტუტი ავრცელებს.

"მიმდინარე წლის სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების მიერ, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის (ე.წ. „რაზდახანი“) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, მოსახლეობას დაბაში პირველადი მოხმარების ნივთებსა და პროდუქტებზე წვდომა შეზღუდული აქვს. მათი ნაწილი ვერ ახერხებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აიღოს პენსია, რომელიც რიგ შემთხვევებში, ოჯახების ერთადერთი შემოსავლის წყაროა. შედეგად, სოფლის მაცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სხვადასხვა საკვებზე ცვლიან. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ადამიანებს პაქტიკულად ამოეწურათ საკვების მარაგი.

გარდა ამისა, ადგილზე რჩებიან ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც აუცილებელ მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ. ქრონიკული პაციენტების ნაწილი, სამედიცინო მომსახურებას იღებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. შესაბამისად, არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია მათი სამედიცინო საჭიროებების შესწავლა და მათთვის მედიკამენტების კუთხით დახმარების აღმოჩენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადადგას ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების დასახმარებლად, რაც მათ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის გამო მიყენებულ ზიანს შეუმსუბუქებს, მათ შორის:

1. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით უზრუნველყოს საკვები პროდუქტების, პირველადი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების და აუცილებელი მედიკამენტების მიწოდება ფაქტობრივად იზოლაციაში მოქცეული მოსახლეობისთვის;

2. აღნიშნული დახმარების მიწოდებისთვის, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დასაგეგმად;

3. იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებების გამო, მსგავს შეზღუდვებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, მსგავს გამოწვევებზე საპასუხოდ და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42