იუსტიციის მინისტრი ამსტერდამის საოჯახო ტიპის ბავშვთა ციხის მოდელს გაეცნო
პოლიტიკა - 13:47, 06 Nov, 2019     591

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამსტერდამში არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრა.

ნიდერლანდური მოდელი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსათვის დღეს, როდესაც ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღებულია და მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობებისა და მსჯავრდებულთა მოპყრობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა.

„ჩვენი მიზანია საქართველოში №11 არასრულწლოვანთა დაწესებულების დახურვა, რადგან მასში სხვადასხვა რისკისა და განსხვავებული სამომავლო გეგმების მქონე ბავშვები ერთად იხდიან სასჯელს, რაც დაუშვებელია ბევრი მიზეზის გამო. მაგალითისთვის: მიუღებელი მგონია, ერთად იხდიდნენ სასჯელს ბავშვები, ვინც უნივერსიტეტებში სწავლისთვის ემზადება, და ბავშვები, ვისაც კრიმინალური საქმიანობის გაგრძელება სურს. მოცემული ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად ვფიქრობთ რამდენიმე საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულების მოწყობას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ერთი და იმავე რისკისა და მისწრაფების მქონე ათიოდე ბავშვი განთავსდება და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდის“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოში ამ იდეაზე მუშაობისას გამოირკვა, რომ დაახლოებით მსგავსი რეფორმის პილოტირებას მსოფლიოში მხოლოდ ნიდერლანდები ახორციელებს უკვე მესამე წელია, ამსტერდამის ერთ-ერთ უბანში. წელს ამ დაწესებულების წარმატება დადებითად შეფასდა და გადაწყდა, რომ მსგავსი დაწესებულება ერთადერთი აღარ იქნება და ქვეყანაში სხვა იდენტური დაწესებულებებიც გაიხსნება. ამსტერდამის ოჯახური ტიპის დაწესებულება იმ პატიმარი ბავშვების მიღებას გულისხმობს (მაქსიმუმ, 8 ბავშვი), ვინც ბრალდებულია, სკოლაში დადის ან მუშაობს. ისინი სკოლაში ან სამსახურში დილით მიდიან და საქმის დასრულებისთანავე დაწესებულებაში დამოუკიდებლად ბრუნდებიან. ვინც რეჟიმს დაარღვევს, დახურული ტიპის ბავშვთა დაწესებულებაში იგზავნება და კარგავს შანსს, პატიმრობისას ოჯახურ პირობებში უფრო თავისუფლად იცხოვროს და განვითარდეს.

იუსტიციის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა დაწესებულების სოციალურ მუშაკთან ერთად შინაგანაწესი, ბავშვების დღის გრაფიკი, თანამშრომელთა მომზადებისა და სხვა საკითხები განიხილეს და დაწესებულება დაათვალიერეს, რომელიც ორსართულიან პატარა სახლშია მოწყობილი.

ოჯახური ტიპის დაწესებულებაში ვიზიტამდე იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ამსტერდამის პრობაციის სამსახურის მუშაობას გაეცნო. იუსტიციის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ამსტერდამის პრობაციის სამსახურის წარმომადგენლებისაგან იმ პოლიტიკისა და მიდგომების შესახებ მოისმინეს, რომელთაც ნიდერლანდებში პრობაციის სისტემა ემყარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ ხდება დაკავებისთანავე, პატიმრობისას და სასჯელის მოხდის შემდეგ ბავშვებთან პრობაციისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით მუშაობა, რა წარმატებები აქვს ამ მხრივ ნიდერლანდებს და როგორ მიიღწევა ეს შედეგები.

ვიზიტი ნიდერლანდებში ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის თანადგომითა და დაფინანსებით ხორციელდება და ის 7 ნოემბერს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42