ლევან მერაბიშვილის თქმით, საპატრიარქოში ადგილობრივები რეკავენ და პრეტენზიებს გამოთქვამენ.
„საპატრიარქოში მოქალაქეების ზარები შემოვიდა. ადგილობრივებს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მმართველთან აქვთ პრეტენზიები. აქ ვარ და ალბათ მოვლენ ის ადამიანებიც. შევხვდებით, ჯერ აქ და შემდეგ მოგვიწევს სოფლებში შეხვედრა, თუ რა მტკიცებულებები აქვთ. იმიტომ ვართ აქ, რომ გავარკვიოთ გადაფარვა იყო თუ მიზანმიმართული მიტაცება. ამბობენ, რომ მათ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნიათ",- უთრხა მედიას მერაბიშვილმა.
მიწების ნაკვეთების მითვისებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ცილისწამებას უწოდებს იღუმენია თამარ გამყრელიძე.
მისი თქმით, ყველაფერი არის საპატრიარქოს სახელზე.
"წლებია ჩვენ შეჩვეული ვართ ასეთ თავდასხმებს. დაქირავებული ადამიანები აჟღერებდნენ ამ ცილისწამებებს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა არის მეუფის ქონება. ეს ხომ ძალიან მარტივია. ცილს სწამებენ მეუფეს", - აღნიშნავს იღუმენია თამარ გამყრელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






