რესპუბლიკელმა კონგრესმენი ადამ კინზინგერი ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება, სადაც 2020 წლის არჩევნების შესახებ ისაუბრა.
"საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია თავისუფლების, სამართლიანობის მისაღწევად და კორუფციასთან ბრძოლაში. ამ გზის გაგრძელება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ხალხის ხმა უნდა ისმოდეს, იქნება ეს ოპოზიცია, მმართველი პარტია, თუ ნებისმიერი სხვა პარტია. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ კუთხით პროგრესი დავინახეთ. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სამთავრობო ინსტიტუტების მოდერნიზაციის გაგრძელება. ჩვენც გვაქვს გამოწვევები აშშ-ში. გასაგებია, რომ ხანდახან ცვლილებები რთულია, მაგრამ ველოდებით, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება და ხალხი საკუთარ არჩევანს გააკეთებს. ასეა აშშ-შიც. შეიძლება, არ ეთანხმებოდე იმას, თუ ვინ არის პრეზიდენტი, მაგრამ შენი ხმა ისმის" - აღნიშნა კინზინგერმა.
მასალის გამოყენების პირობები






