როგორც გადაცემის წამყვანმა განმარტა, მან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ხარაძესთან, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ცოლ-ქმარს ხელი ჯერ გაწერილი არ აქვთ და საქმე სასამართლოშია და პროცედურა თავად ხარაძის ინიციატივით დაიწყო.
წამყვანი ყვება, რომ ავთანდილ ხარაძე ფსიქოლოგია და აღნიშნა, რომ 6 წლის განმავლობაში თავის დეპუტატ მეუღლეს მხოლოდ მხარს უჭერდა და განადგურებულია იმ ფაქტით, რომ სოფომ ეს დამახინჯებული ინფორმაცია გაიტანა მედიით და მას ეგონა, რომ პასუხს არ დაუბრუნებდა. ხარაძე უარყოფს ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს.
რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, ხარაძე ამბობ, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო, როცა სოფიომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ავთანდილ ხარაძე ამბობს, რომ მას არ დაურღვევია ორდერის პირობები და არც აპირებს.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს ყოფილი მეუღლე ფსიქოლოგიურა ძალადობაში ამხილა.
დეპუტატი ამბობს, რომ ამ ფაქტის გამო სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით მიმართა.
იხილეთ ვრცლად: https://palitranews.ge
მასალის გამოყენების პირობები






