"ვეცდებით დავიკავოთ კინოდარბაზი, მოვახდინოთ შენობის პიკეტირება“ - ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას არ დაუშვებენ
პოლიტიკა - 19:37, 05 Nov, 2019     923
გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი მომხრეების კინოთეატრებში ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას არ დაუშვებენ. მისი თქმით, ისინი კინოთეატრების შენობების პიკეტირებას მოახდენენ.


"ჩვენ გვეხება ბავშვთა დაცვა, როცა გადის სიბინძურე და ამის პროპაგანდა , უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები. ჩვენ პრაიდის შემდეგ კიდევ გვიწევს ხელში ავიღოთ სახელმწიფოს ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი შვილები და აღვასრულოთ კანონი. ჩვენი სახელმწიფო მძევალია, ექვემდებარება სოდომისტურ ძალებს, მაფიას, რადგან თავის კინოთეატრებში, თავის შვილების გასარყვნელ სიბინძურეს მწვანე შუქი აუნთო, ბილეთები გაყიდა.

საელჩოებო მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მიიღონ ამ ბაკქანალიაში მონაწილეობა და სახელმწიფო დუმს. ამიტომ, ქართველ ხალხს აქვს უფლება დაიცვას წესრიგი, კანონის დაცვით, მაგრამ ფიზიკური ხელის შეშლით. შეიძლება ჩვენ დარბაზი დავიკავოთ წინასწარ, შეიძლება გავაკეთოთ პიკეტირება, მაგრამ ჩვენ ამ სამი დღის განმავლობაში არ უნდა შევუშვათ, არცერთ ამ საშინელების ჩვენება. ეს ფილმი ოსკარს მიიღებს, თუ კიდევ ბევრ რამეს, იმიტომ, რომ არის მაფია, არა იმიტომ, რომ კარგი რეჟისორია ლევან აკინი, იმიტომ, რომ ფილმი ეხება სიბილწეს,გარყვნილებას. მადლობა მინდა, ვუთხრა ნინო სუხიშვილს, რომელმაც უარი თქვა ამ სიბინძურეში მონაწილეობაზე" - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ თუ კი პოლიცია ეცდება, რომ მას და მის მომხრეებს ხელი შეუშალოს, თავადაც ანალოგიურად მოიქცევიან.


"ჩვენ ვგეგმავთ რვაში საღამოს 5 საათიდან შეკრებას „ამირანთან“, 19:30 -ზეა ჩვენება. ვეცდებით დავიკავოთ დარბაზი, ან მოვახდინოთ პიკეტირება. ვიცით, რომ ჩვენება ეწყობა თავისუფლების მოედანზე, ცენტრში, ასევე „ისთ ფოინთში“, გვეყოფა იმის ძალები, ყველგან გავაგზავნოთ ჩვენი ხალხი. ასევე იქნება ბათუმშიც. მთავრობას მოვუწოდებთ აღკევთოს ეს ბინძური პროვოკაცია .
ბილეთები გაყიდულია, ძირითადად იყიდეს საელჩოებმა.
პოლიცია თუ მათ დაიცავს, ესე იგი, ის დაიცავს ჩვენი შვილების გარყვნას. პოლიცია ხდება კანონდამრღვევი. პოლიცია თუ ხელს შეგვიშლის, ჩვენ პოლიციას შევუშლით ხელს. მაგრამ, იმედი გვაქვს ჩვენი პოლიცია ქართველ ხალხს არ დაარბევს“- განაცხადა ფალავანდიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42