ბრიტანეთის პოლიციამ 28 წლის ჰენრიკ რუბენი და 30 წლის დომინიკ ლიმანი 5 მილიონი ფუნტის ღირებულების მარიხუანის ბრიტანეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეტანისთვის დააკავა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ნიდერლანდების მოქალაქეებმა ნახევარი ტონა მარიხუანა პიცის ყველში გადამალეს. გახეხილ ყველში შერეული კანაბისი ორი გემით ჰოლანდიიდან ბრიტანეთის ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ.
ახალგაზრდა მამაკაცები მეიდსტონის სამეფო სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შემოტანისთვის გაასამართლა. რუბენს 6 წლით, ხოლო ლიმანს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღეკვეთათ.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, დაკავებულები დიდი კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომლებიც ჰოლანდიიდან ყველში შერეული მარიხუანის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ, ხოლო ყველი უკან უნდა დაებრუნებინათ, რათა პიცის დასამზადებალდ გამოეყენებინათ.
მასალის გამოყენების პირობები