სოდომური ბრალდება ეპისკოპოსს - რა კავშირი ჰქონდა სკანდალურ ფაქტთან ქრისტეფორე წამალაიძეს და რა პასუხი აქვს მეუფე ზოსიმე შიოშვილს
პოლიტიკა - 17:36, 05 Nov, 2019     3965
სოდომური ბრალდებები სასულიერო პირის მიმართ - რას პასუხობს ბრალდებებს მეუფე ზოსიმე და რატომ ადებს ხელს მიზანმიმართული პოვოკაციის მოწყობაში ქრისტეფორე წამალაიძეს, რომელიც დღეს ბერძნული ეკლესიის წევრად თვლის თავს.

მღვდელმთავარი, რომელსაც 30 წლი წინ სასულიერო სემინარიის სტუენდტის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებენ, ამბობს, რომ ეს არის სიცრუე და ეკლესიის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. მეუფე ზოსიმე დეტალურად ვერ იხსენებ მთავართან 31 წლის წინანდელ ამბებს, ის ამბობს, რომ არ იცნობს არც მამა გიორგი მხილაძეს და არც კახა კალაძეს.

"ეს იყო 31 წლის წინ არც ის გიორგი მსხილაძე მახსოვს, არც კახა კალაძე. ერთადერთი იყო, რომ ჩვენ რომ მოვთხოვეთ სულიერება და შინაგანაწესი დაცვა, აქ მოხდა რაღაც... ის მტრობა აქეთ ჩვენსკენ გადმოიტანეს. გიორგი მსხილაძე მემგონი რომ ვიღაცეების წაქეზებით მოქმედებდა. ეს იყო ანტიეკლესიური გამოსვლა" - აცხადებს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე შიოშვილი.

მეუფე ამბობს, რომ ამ გამოვლების სათავეში ქრისტეფორე წამალაიძე იდგა, რონმელიც იმ პერიოდში სინოდის წევრი იყო. რაც შეეხება წერილის ნამდვილობას, რომელსაც მეუფე ზოსიემ აწერს ხელს, ამბობს, რომ ეს წერილი არ უკავშირდება სოდომური ცოდვი ფაქტს.

"სამი ახალგაზრდა იყო წამალაიძის შემოგზავნილი. არ ვიცი რა მიზნები ჰქონდათ. მაშინ მთავრობის სახლთა აქციები იყო, ამ სუტდენტების ნაწილი იქ იყო სულ და როცა მოვთხოვე რომ სემინარიისთვის პატივი ეცათ და შინაგანაწესი ყოფილიყო დაცული, ამან ისეთი დაძაბულობა შექმნა და ისეთი აზი გაუჩინათ, რომ თითქოს ამ ეროვნული მოძრაობისადმი ინერტული ვიყავი" - აცხადებს მეუფე ზოსიმე.

დამატებით დეტალებზე აღარ საუბრობ ქრისტეფორე წამალაიძე. ის ადასტურებს წერილებსაც და მეუფე ზოსიმესთან დაკავშირებულ ამბავს და ამბობს, რომ მის ნამდივლობაში ეჭვი არ ეპარება.

"მე ვერაფერს გეტყვი... მე არაფერი ვიცი.. მე ვიყავი ეპარქიის ხელმძღვანელი, ისინი ახლაგაზრდები არიან, მოიძიეთ და ისინი გეტყვიან... მე ნუ მელაპარაკებით, მოიძიეთ ვინც დაწერა, აკმაოდ დაიწერა... მე არ ვარ მაგათი ეკლესიის წევრი, მე ვარ აბერძნეთის ეკლესიის წევრი... ინფორმაცია გაქვთ მსხილაძის, წაიკითხეთ და დამთავრდა რა..." - აცხადებს მთავართან ქრისტეფორე წამალაიძე.

ცნობისათვის, აღნიშნული ფაქტი ჯერ კიდევ 80-იან წლებში იყო განხილვის თემა. თუმცა ეს საჯარო არ გამხდარა, მაშინაც გაუგებარი დარჩა, ბრალდება იყო რეალური თუ ადგილი ჰქონდა პროოკაციას. ცნობილი იყო ისიც, რომ იმ პერიოდისთვის ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ მეუფე ზოსიმე შიოშვილი და ქრისტეფორე წამალაიძე (ამ უკანაკნელს ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფთან ჰქონდა კავშირი, რომლებიც ეროვნული მოძრაობის საპროტესტო გამოსვლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული და ამათან ერთად სასულიერო სემინარიის სტუდენტები იყვნენ).

ჯერჯეობით უცნობია, რა პასუხი აქვს ამ ყველაფერზე კახა კალაძეს, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და მედიასთან არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.

მეუფე ზოსიმეს უმძიმესი ბრალდება მამა გიორგი სხილაძემ წაუყენა და წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერია წერია, რომ 1988 წელს, ზოსიმე შიოშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა სემინარიის ერთ-ერთ სტუდენტზე:

„1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი, სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტს სოდომურად ,,თავს დაესხა“ ,,სვეტიცხოვლის" რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, ,,თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა... გარკვეული ხნის შემდეგ, ორჯერ დააწინაურა და დღემდე, წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში... მოვითხოვ, დაიკითხონ ის ყოფილი სტუდენტები (მათ შორის, ამ კომენტარის ავტორიც)!“- წერს მამა გიორგი და ირწმუნება, რომ

მეუფე ზოსიმემ სემინარიის სტუდენტების მოთხოვნით ხელწერილიც კი დაწერა. წერილის მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ის სამუდამოდ ტოვებს თბილისის სემინარიის რექტორის თანამდებობას.

მამა გიორგი გიორგი სხილაძე საფრანგეთიდან საქართველოში 5 ნოემბერს ბრუნდება და ხმაურიანი განცხადებების სერიას აანონსებს.

განსხვავებულია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ზოსიმე შიოშვილის გადადგომასთან დაკავშირებით. ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ „XX საუკუნის 80-იანი წლების თბილისი გამოირჩეოდა პერმანენტული საპროტესტო აქციებით, მიტინგებითა და დემონსტრაციებით. ვინც ამ მიტინგებსა და დემონსტრაციებში არ მონაწილეობდა, სამწუხაროდ, ის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის მტრად ცხადდებოდა. მეუფე ზოსიმე 1989 წლის თებერვალში იძულებული გახდა გადამდგარიყო აკადემიის რექტორობიდან“.

მთავარეპისკოპოს ზოსიმეს წელს მღვდელმთავრობის 36 წელი შეუსრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42