მასალა:
საფუარი - 14 გრ
შაქარი - 100 გრ
კარდამონი - 1 ჩ/კ
ფქვილი - 700 გრ
კარაქი - 125 გრ
კვერცხი - 2 ცალი
ქიშმიში - 75 გრ
ალუბალი - 75 გრ
წყალი - 225 მლ
მომზადება
გავხსნათ საფუარი, კარდამონი, შაქარი. 10 კოვზი ფქვილი (225 გრ). ქვაბში დავასხათ 225 მლ წყალი, ჩავდოთ კარაქი და დავდგათ გაზზე და გავადნოთ.სითხე არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. მიქსერით ავთქვიფოთ ეს სითხე ფქვილთან ერთად. დავამატოთ 1 მთლიანი კვერცხი და მეორე კვერცხის გული დავამატოთ 75 გრ ფქვილი და ვთქვიფავთ 2 წუთის განმავლობაში. დავამატოთ კიდევ 375 გრ ფქვილი და მოვზილოთ ცომი ისე, რომ რბილი იყოს. დავდოთ ცომი მაგიდაზე, დავაყაროთ ფქვილი და ვზილოთ 10 წუთი, სანამ ცომი არ გახდება ელასტიური. თუ დაჭირდა, ვამატებთ 35 გრ ფქვილს. ცომისგან გავაკეთოთ ბურთი, ჩავდოთ კარაქით წასმულ ჯამში და დავდგათ თბილ ადგილას , რომ ამოვიდეს. (დაახლოებით 1 საათით). ცომი უნდა 2-ჯერ გაიზარდოს. როცა ცომი ამოვა შევაზილოთ ქიშმიში და ალუბლის ჩირი. ცომი გავყოთ 25 ნაწილად და დავტოვოთ 15 წუთით. ცომისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები, დავაწყოთ ფორმაზე და გავაჩეროთ 40 წუთი.( ფუნთუშები უნდა ამოვიდეს). ფუნთუშებს წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის ცილა და გამოვაცხოთ ღუმელში 190 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში. როცა ფუნთუშები გამოცხვება, დავაყაროთ შაქრის პუდრა.
მასალის გამოყენების პირობები