ლგბტ+ თემის გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების შეზღუდვა - ომბუდსმენმა გიორგი გახარიას და შს მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა
პოლიტიკა - 15:49, 05 Nov, 2019     772

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა, რათა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე მოხდეს ბოლო წლებში ლგბტ+ თემის წარმომადგენლების გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების შეზღუდვის ინდივიდუალური ფაქტების გააზრება და ამ მიმართულებით, ერთიანი პრევენციული და რეაქტიული ღონისძიებების დაგეგმვა.

"სახალხო დამცველმა ზოგად წინადადებაში მიმოიხილა ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმ ფაქტების ფონზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 9 სექტემბერს საფეხბურთო მოედანზე ლგბტ+ სიმბოლიკის შეტანის აკრძალვის საკითხზე, ასევე, 2019 წლის 18-23 ივნისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებსა და ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ულტრა მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, თვალსაჩინოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის კუთხით, ბუნდოვანია და არ ადასტურებს უფლებათა დაცვის სისტემური ხედვის არსებობას და ფაქტების პოტენციური შედეგების ანალიზს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეს, რომელიც მიმართული იყო ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ, იმავე სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს, რომელშიც საკუთარი უფლებების დაცვისა და თანასწორობის იდეის მხარდამჭერი ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას განიხილავს.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა ყურადღება ასევე გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაზე, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება; უზრუნველყოს, რომ მედიის წარმომადგენლებმა პროფესიული მოვალეობა დაუბრკოლებლად შეასრულონ; და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დროული და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მოუწოდა თანამდებობის პირებს, გაატარონ ქმედითი პრევენციული და პროაქტიული ზომები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით და ეფექტიანად მოხდეს 2018 წლის 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან მომხდარი ინციდენტებისა და ლევან ვასაძის განცხადებების კანონთან შესაბამისობის გამოძიება და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ" - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42