"ძვირფასო მოსახლეობა, აწი თქვენზეა დამოკიდებული, რომ ე.წ. "ქართულმა ოცნებამ" და მისმა მამამთავარმა ისევ არ გაგაბრიყვოს, არ მიგრეკოს საარჩევნო უბნებზე"- გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 14:43, 05 Nov, 2019     1069

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, კახეთში გრიგოლ ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ მოტყუებულ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა განაცხადა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

ვაშაძემ ბიუროკრატიის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ კახეთის მაგალითზეც შეიძლება დაიხატოს სურათი, როგორ ცხოვრობენ უბრალო გლეხები და "როგორი სახლები წამოჭიმეს" ქართული ოცნების წარმომადგენლებმა.

"ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოში დამთავრდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და შიშნაჭამმა ბატონმა ივანიშვილმა საქართველოს დაპირებების ახალი წყება მისცა. თუ გახსოვთ რაზე იყო საუბარი? - პენსიონერებს და ვეტერანებს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა დავუდასტუროთ და გავუზარდოთ დახმარეობაო. შედეგი? - პენსია უკვე წამლებს აღარ ყოფნის, ვეტერანებს კი დახმარება 22 ლარი გაუხადეს. ახალგაზრდები უნდა მოვიზიდოთო, რომ ახალი სახეები შეემატოს ე.წ. ქართულ ოცნებასო, ათასობით სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალება შეჩერებული აქვს, იმიტომ რომ მათ ოჯახებს არ აქვთ ელემენტარული სახსრები იმისთვის რომ სწავლის ღირებულება გადაიხადონ. უამრავი ახალგაზრდა ემიგრაციაშია წასული, რომ მშობლები, ბებია-ბაბუები შეინახონ. ვისაც განათლება აქვს ევროპაშია, ვინც ვერ მოასწრო განათლების მიღება თურქეთში მონურად შრომობს ჩაისა და ჩაის პლანტაციებში.

აუცილებელია რომ გაქსუებული, არაფრისმაქნისი ე.წ. ქართული ოცნების ბიუროკრატიას წესრიგისკენ მოუწოდოთ, რომ საქმის კეთება დაიწყონ. შეადარეთ სად ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე დღეს კახეთში და ნახეთ ის სახლები, რომელიც მათმა ბიუროკრატიამ და მათი პარტიის ფუნქციონირებმა წამოჭიმეს კახეთსა და თბილისში. აუცილებელია, რომ ერთ წელიწადში საქართველოში ღირსეული ცხოვრება დაიწყოსო. ეს ცხოვრება იმაში გამოიხატა, რომ ლარი იატაკზე აგდია და სულს ღაფავს, 54%-ითაა შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სახელმწიფოს ფაქტობრივად ეკონომიკა აღარ აქვს, არაფერს არ ვაწარმოებთ, დამოკიდებული ვართ იმპორტზე, ყველაფერზე ვიხდით დოლარს შემოსავალი კიდევ როგორც 2012 წელს გვაქვს ლარებში.

აწი, თქვენზეა დამოკიდებული, ძვირფასო მოსახლეობა, რომ ე.წ. "ქართულმა ოცნებამ" და მისმა მამამთავარმა არ გაგაბრიყვოს, არ მოგატყუოს, მიგრეკოს საარჩევნო უბნებზე რომ მათი საქართველოში ბოგინი გააგრძელოს და ამ კრიმინალურ დაჯგუფებას შეუნარჩუნონთ პოლიტიკური ხელისუფლება"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42