პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს.
"ამის ილუზია "ქართულ ოცნებას" ნუ ექნება" - აცხადებს შვილმოკლული მამა და იქვე ამბობს, რომ "ეს საქმე ხელისუფლებას ჩამოშლის".
"სახელმწიფომ უნდა აღიაროს დანაშაული... დღევანდელ ხელისუფლებაზე გული მერევა. "ქართული ოცნების" პირობებში მე სამართალს ვერ მივაღწევ. ნუ ექნებათ ილუზია ჩვენ ამას ჩვენ არ დავუშვებთ. დავინახაავთ ამას რა მოჰყვაბა"- აცხადებს მაჩალიკაშვილი.
"ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს.
როგორც გამოცემისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






