"პლინტუსსქვევით არსებული ნდობა ივანიშვილის მიმართ და ინსტიტუციური კრიზისი"- ხუხაშვილი ამბობს, რომ "ივანიშვილის სიტყვა გაუფასურდა"
პოლიტიკა - 15:05, 05 Nov, 2019     2329
„ბიძინა ივანიშვილის სიტყვა გაუფასურდა“ - ასეთია გია ხუხაშვილის შეფასება იმ ვიდეომიმართვაზე, რომელიც ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ზუსტად ერთი წლის წინ ჩაწერა და მოსახლეობას დახმარება თვალცრემლიანმა სთხოვა.

პოლიტოლოგი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ სახეზეა ინსტიტუციონალური კრიზისი.

„ეს დაპირებაც თავის დროზეც საკმაოდ ორაზროვანი იყო. უცნობია, რას გულისხმობდა ივანიშვილი - სახელმწიფოს წინაშე არსებულ უამრავ პრობლემის მოგვარებას ან მმართველობით სისტემის შეცვლას, თუ ოპონენტებს გაუსწორდებოდა.

ძალიან ბუნდოვანი განაცხადი იყო, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ვერც ერთი დაპირება ვერ შესრულდა. თუ ის პოზიტიური დღისწესრიგის შექმნას და ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგს აღდგენას, კეთილდღეობის და თავისუფლების კუთხით დადებით ძვრებს გულისხმობდა, ამ მხრივ არათუ შესრულდა მისი დაპირება, არამედ დეგრადაცია მივიღეთ. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ინსტიტუციური კრიზისი სახეზეა. ამას ეკლესიაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებიც ადასტურებს. ბოლო ინსტიტუტი იყო, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველაზე მაღალი ნდობა ჰქონდა საზოგადოებაში და იქაც სერიოზული რყევები მივიღეთ. მართლმსაჯულებაზე და თუნდაც მმართველობით სისტემაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან იქ ნდობა პლინტუსსქვემოთ არის.

თუ ის ამ მიმრთვაში გულისხმობდა ოპონენტებისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენებას, ამ მხროვაც დიდი ვერაფერი მიღწევა აქვს. ასე რომ ეს იყო მხოლოდ სიტყვები და მეტი არაფერი“- უთხრა „ნიუპოსტს“ გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნებზეც იმუშავოს სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობაზე, მაგრამ მისი თქმით, „ამომრჩეველი არც თუ ისე მემიტია...“

„ამომრჩევალი არც თუ ისეთი მეამიტია, რომ მსგავსი დაპირებები კიდევ ერთხელ დაიჯეროს, თუმცა მეორეს მხრივ გაჭირვებული ამომრჩეველი საკმაოდ მოწყვლადია. შეიძლება მას კონკრეტული ადამიანის არ სჯეროდეს, მაგრამ სიკეთეზე ერთჯერადად კიდევ ერთხელ გაიყიდოს საარჩევნოდ. თვოთონ ამ რიტორიკას დიდი აზრი და მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა მისი (ივანიშვილის) სიტყა რბილად რომ ვთქვათ შეფერთხილია“- აცხადებს ხუხაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42