სისხლიანი გარჩევა ახალქალაქში - "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილმა, დავით მკოიანმა ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი, 23 წლის ჰამლეტ კაზარიანი „ბიტებით“ და „კასტეტით“ სცემა.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად "ოცნების" დეპუტატი. მისი თქმით, ეს ყველაფერი სიცრუე და პროვოკაციაა.
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილები ჩხუბობდნენ, სიცრუეა და პროვოკაციაა, ამას დამტკიცება სჭირდება. ჩემი შვილები 2 ნოემბერს აქ არ იყვნენ, ჩემი შვილი დავითი ერევანშია, დიდი ბიჭი კარაპეტი იქ იყო და დღეს ჩამოვიდა. ძმისშვილი პატარაა, 17 წლის, მას ფეხის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ჩხუბს ვერ შეძლებდა. ყველაფერი სიცრუეა, ბრალდებას დამტკიცება უნდა, ხომ არსებობს პროკურატურა" - აღნიშნა მკოიანმა.
ინციდენტი 2 ნოემბერს ახალქალაქის ბაზართან მოხდა და მას თვითმხილველებიც ჰყავს.
დაშავებულს თავი აქვს გატეხილი. ის ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ეს ბიჭი სოფლის ბაზართან დაიჭირეს და დასაჯეს. უტყრამდნენ ხელკეტებს და "კასტეტებს". თავი გაუტეხეს"- აცხადებს "ნიუპოსტთან" ერთ-ერთი ადგილობრივი.
მასალის გამოყენების პირობები






